NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება – ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება – ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ

31 მარ 2021 პოლიტიკა 630 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება – ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კრიზისის მოგვარებისთვის მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება.

„გეთანხმებით, ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება, ამისათვის ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და რა თქმა უნდა, გვექნება ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმრავლეობის წევრებს შეხვედრაზე გუშინდელი შეხვედრის დეტალები გააცნეს.

„აინტერესებდა გუნდს ეს დეტალები და ყველა ნიუანსზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი საჯაროდაც გავრცელდა და იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების გარშემო, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა. იყო ოთხი თემა, რაზეც ჩვენ მსჯელობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, მაგრამ არც ერთთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ დაგვიყენებია. რაც შეეხება ოპოზიციას, იყო ორი ძირითადი ულტიმატუმი: ერთი, ეს იყო არჩევნების პლებისციტის თემა და მეორე – რურუას თემა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ, მაგალითად, დააყენა ულტიმატუმის სახით მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ნულოვანი ბარიერით. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ეს. სხვებმა სხვა დამატებითი ულტიმატუმები დააყენეს. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ თუ არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე ხელს არ აწერდა დოკუმენტს. ეს არის ულტიმატუმი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კრიზისი 2021-03-31
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კრიზისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხელი კრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება

შემდეგი სტატია

ოპოზიცია თავიდანვე გაღიზიანებული იყო, რომ მოდერატორმა საერთოდ არ შეიტანა დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტი

მსგავსი სტატიები

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ”

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ”

11 იან 2019
სალომე სამადაშვილი მიხეილ ჩხენკელს: უხერხულია, როდესაც განათლების მინისტრი იმდენჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის პროექტს, რამდენჯერაც ახსენეთ – მარტივი იქნებოდა მორიგ ჯერზე ექვთიმე თაყაიშვილისთვის შეგედარებინათ

სალომე სამადაშვილი მიხეილ ჩხენკელს: უხერხულია, როდესაც განათლების მინისტრი იმდენჯერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის პროექტს, რამდენჯერაც ახსენეთ – მარტივი იქნებოდა მორიგ ჯერზე ექვთიმე თაყაიშვილისთვის შეგედარებინათ

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2022
ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, არ მიყოყმანია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა

ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე – მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, არ მიყოყმანია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge