NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მანდატის აქტიურად განხორციელება – მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში!

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მანდატის აქტიურად განხორციელება – მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში!

30 მარ 2021 პოლიტიკა, სამართალი 870 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა, დამატებით, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება, მოვუწოდებ ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებით, მემორანდუმის ბოლო პირობა შეასრულა.

„რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, რომლითაც ჩვენ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას ვასრულებთ, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. იცით, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაინიცირდა საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. ახლა ველოდებით ამ პროექტზე ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება მზად. ამ ახალი ინიციატივით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს, ბოლო პირობას ვასრულებთ. ორი მიმართულებითაა ეს ცვლილება: 1. შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას. 2 ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში. ეს შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატის თანხმობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორივე ცვლილება კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციის ცვლილებისთვის, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა, 3/4. დღეს პარლამენტში აქტიურად საკუთარ მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. ამიტომ საჭიროა, მინიმუმ, 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ამომრჩეველზე, სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმდებლობიდან გამომდინარე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

დეპუტატის მანდატი საკონსტიტუციო ცვლილები შემოვიდნენ პარლამენტში 2021-03-30
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დეპუტატის მანდატი საკონსტიტუციო ცვლილები შემოვიდნენ პარლამენტში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ხელისუფლება გირაოზე ჩამოყალიბდება, ეს სასამართლომ ახალი განჩინებით უნდა განსაზღვროს

შემდეგი სტატია

საქართველოში ჩინური ვაქცინა კვირის ბოლოს შემოვა

მსგავსი სტატიები

გვაქვს ინფორმაცია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება

გვაქვს ინფორმაცია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება

ირაკლი შალიკაშვილი 23 იან 2020
LT United-ის სიმღერა ახლა ასე ჟღერს You Are The Winners, Ukraina (ვიდეო)

LT United-ის სიმღერა ახლა ასე ჟღერს You Are The Winners, Ukraina (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 მარ 2022
ირაკლი კობახიძე: სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“

ირაკლი კობახიძე: სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“

ნინო ჩხეიძე 02 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge