NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში

ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, სხვანაირად ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში

30 მარ 2021 პოლიტიკა 416 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პირველი დოკუმენტი, რომელიც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში და როგორც ოპოზიცია, ასევე მედიატორი ეძებს გზებს, „როგორ მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე“.

,,შეხვედრიდან რომ გამოვედი, პირველ რიგში ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.

ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა.

,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ 40 000 ლარის პრობლემა არ არსებობს, ქვეყნის წინაშე დგას სხვა პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ადამიანებით ვაჭრობა და პოლიტიკური ვაჭრობა. თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს და თავად ნიკა მელიაც მოიფიქრებდა მსგავსი რაღაცა რომ სდომებოდა. აქ არის იურიდიული ლაფსუსი, ადამიანი დაპატიმრებულია და რევერსით უნდათ გირაოზე საუბარი, რაც უბრალოდ გაუგებარი რამ არის.

ნიკა მელია უნდა იყოს გამოსული არა ფარული და ინკოგნიტო ანგარიშებიდან თანხის გადახდით, არამედ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იურიდიული ლაფსუსი პერსპექტივა 2021-03-30
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იურიდიული ლაფსუსი პერსპექტივა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ

შემდეგი სტატია

მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

მსგავსი სტატიები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ნინო ჩხეიძე 23 აპრ 2020
ზონალური პარკირება 1-ელ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება და ეტაპობრივად გადავალთ სხვა უბნებშიც – ყველა განვითარებულ ქალაქშია ეს მიდგომა, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ

ზონალური პარკირება 1-ელ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება და ეტაპობრივად გადავალთ სხვა უბნებშიც – ყველა განვითარებულ ქალაქშია ეს მიდგომა, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივლ 2019
გიორგი ვაშაძე – დღეს აქცია არ გვექნება

გიორგი ვაშაძე – დღეს აქცია არ გვექნება

18 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge