NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

29 მარ 2021 ბიზნესი 280 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

29 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების
დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად,
ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი დახმარებით კიდევ
უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება
კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.
აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში
არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით
შესაძლებელია ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ონლაინ ანგარიშსწორებაც.
ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ
ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა,
შეტანა და კონვერტაცია.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ვერსია როგორც ბიზნეს ბარათის, ასევე ქეშ ქარდის და 4B
ბარათებისთვისაა ხელმისაწვდომი. ბანკის გადაწყვეტილებით კი, ბარათის შეკვეთის
შემთხვევაში, 6 თვის მანძილზე სრულიად უფასო იქნება როგორც მისი დამზადება,
ასევე ბარათის ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია
როგორც ინტერნეტბანკში, ისე სერვისცენტრებში.
„ციფრული ბიზნეს ბარათი მომხმარებლის მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის
დაინერგა. ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი
საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს
ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას და
ტენდერებში მონაწილეობის მიღებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის
გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო, პირველი 6 თვის მანძილზე კი ეს
სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციური პროდუქტების
დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური
კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს“, – განაცხადა გიორგი არველაძემ, საქართველოს
ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის
დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2P7zqsz

კომენტარები

2021-03-29
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს

შემდეგი სტატია

გადაიხადოს ბატონმა მელიამ 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა  პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

თამუნა 15 დეკ 2021
„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

04 ივნ 2018
საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი  განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

თამუნა 04 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

  • პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

    პაატა მანჯგალაძე: ვისაც სჯერა, რომ კობახიძე გარდაისახა, ღმერთმა ხელი მოუმართოს – ჩვენ არ გვჯერა

  • D ვიტამინით მდიდარი საკვები

    D ვიტამინით მდიდარი საკვები

  • 5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

    5 ფსიქოლოგიური წიგნი რომელიც უნდა წაიკითხოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge