NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა

რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა

26 მარ 2021 პოლიტიკა 784 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რაც არ უნდა ბერიას და ფელიქსას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელთაც მის მინისტრობასა და ზოგადად „ქართული ოცნების“ მმართველობასთან მიმართებაში კრიტიკული მოსაზრებები აქვთ.

წულუკიანი უშუალოდ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მწვავე პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ სისტემა არ იარსებებს და არ იქნება შემუშავებული ფულის ხარჯვის სწორი წესი, ის მომღერლებს ხელს ვერ შეუწყობს“.

„იმდენად ჩემში ღიმილს იწვევს ეს შიშები… ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს თურმე ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს მე რა ბერკეტი მაქვს ცენზურისთვის, ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, რომ მე ვარ ბერია. ამ სფეროში არ არსებობს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ხელშეწყობილები, ამიტომ ჩემი მიზანია მათ ხელი შევუწყო. მე მათ ხელს ვერ შევუწყობ, თუ არ მეყოლება კვალიფიციური, მიუკერძოებელი ადამიანებისგან დაკომპლექტებული აპარატი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის სურვილი მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. ამით მე, რაც არ უნდა ქალბატონ ინგას არ მოსწონდეს და მეძახდეს ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად, მრავლად მოვისმინე პატივცემული გიორგი სავანელისგან და მისი არა ერთი აზრი მე ჩემს პრიორიტეტებში მაქვს. შესაბამისად, მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ვყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების, ამიტომ რაც არ უნდა ვიღაცას ეს არ მოწონდეს, რომ ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს – ეს არის უბრალოდ ჩემი, “ქართული ოცნების” კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავენული აზრი, რომლიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას,”- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

განსხვავებული აზრი დავინტერესდები კრიტიკული მოსაზრებები ცენზურა 2021-03-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags განსხვავებული აზრი დავინტერესდები კრიტიკული მოსაზრებები ცენზურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ექსპერტიზის კვლევა მოგვცემს საშუალებას დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ვაქცინა უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა

შემდეგი სტატია

პირველი რაუნდი ჩემთვის იმედგაცრუება იყო, 6 პუნქტიანი გეგმა რჩება მოლაპარაკების საწყის წერტილად

მსგავსი სტატიები

“სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს”

“სომხეთი პრორუსული მმართველობისკენ არ უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს”

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2022
პაატა მანჯგალაძე: რუსეთს ახასიათებს დაუცველი ერების ჩაგვრა

პაატა მანჯგალაძე: რუსეთს ახასიათებს დაუცველი ერების ჩაგვრა

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2022
“ხელისუფლებავ! …ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“

“ხელისუფლებავ! …ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს?“

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge