“გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვნად შეიცვლება. მისივე განმარტებით, შეთანხმებისთვის მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს.
“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ მეორე შესაძლებლობა, რომელიც დანიელსონის ვიზიტმა მისცა ქვეყანას იქნება სათანადოდ გააზრებული და კარგი გაგებით გამოყენებული ყველას მხრიდან.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, ამჯერად ევროპული მედიაცია ქვეყანაში წარმატებით ჩაივლის.
“ამჯერად, მე მგონია, რომ არცერთ მხარეს არ ექნება იმის ფუფუნება ასე მარტივად დაადგინონ წითელი ხაზები და ულტიმატუმებით ილაპარაკონ. მგონია, რომ მათ ამჯერად კომპრომისსზე წასვლა,” – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები ორშაბათს, 29 მარტს განახლდება.
კომენტარები