NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი

კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი

25 მარ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 569 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს უნდა გაიგოს მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც” – ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის გზავნილი. დიპლომატი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან თავადაც იჯდა, ორივე მხარეს მიმართავს.

ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ქვეყანაში ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელი ჩამოვა. კრისტიან დანიელსონი თბილისს იგივე მისიით სავარაუდოდ კვირის ბოლომდე ესტუმრება.

ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნები უცვლელია. “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ ხელისუფლება დათმობებზე უნდა წავიდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი მიიჩნევს, რომ კომპრომისზე და მოლაპარაკებებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს და უნდა არსებობდეს ორმხრივი, შემხვედრი წინადადებები.

“როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ისინი ცარიელი ხელებით უნდა იყვნენ და ჩვენ სავსე ხელებითო, ასე არ ხდება მოლაპარაკებები,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

რაც შეეხება კომპრომისს საარჩევნო სისტემის სრულყოფასთან, სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ძალიან დიდი კომპრომისული ნაბიჯები გადადგა.

“თუ საუბარია იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება უნდა დათმოს – ეს არ არის კომპრომისი იმ მილიონ ამომრჩეველთან, რომელმაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ შენ დათმო ყველაფერი, ის მანდატი, რაც ხალხმა მოგანიჭა,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

დათმო ყველაფერი კომპრომისი პოზიციების დაახლოება 2021-03-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დათმო ყველაფერი კომპრომისი პოზიციების დაახლოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბარიერის შემცირება 3%-მდე და 4 კაციანი ფრაქცია – “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება

შემდეგი სტატია

რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივნ 2022
ოპოზიციის წარმომადგენლები “მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე”

ოპოზიციის წარმომადგენლები “მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე”

ირაკლი შალიკაშვილი 26 აგვ 2021
მორატორიუმი რა შუაშია? ჩვენი უფლებაა გავიგოთ, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს – გამოძიება უნდა დაიწყოს და დანაშაულის შემთხვევაში, იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

მორატორიუმი რა შუაშია? ჩვენი უფლებაა გავიგოთ, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს – გამოძიება უნდა დაიწყოს და დანაშაულის შემთხვევაში, იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

ირაკლი შალიკაშვილი 18 სექ 2019

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge