NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიგა ბოკერია დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

გიგა ბოკერია დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

25 მარ 2021 ახალი ამბები, პოლიტიკა 538 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ შეტოპავენ ბოლომდე, მერე პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა მათი ცხოვრება, განსაკუთრებით ოლიგარქისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

„მე ყოველთვის იმედიანად ვარ განწყობილი, ოღონდ იმედიანობა გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ მყარი იმაში, რაშიც სიმყარე არის აუცილებელი. იმედიანად ვარ იმიტომ, რომ ვთვლი, ამ ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმებს არ გაუვა არასდროს. იმედიანად ვარ იმიტომ, რომ სენატის მოსმენაც მაგალითი იყო იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამდენწლიანი მავნებლობის მიუხედავად, რომ ყურადღება დაცემულიყო საქართველოს მიმართ, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს – სენატორ რიშს და სენატორ შაჰინს მაინც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მორალური და პრაგმატული პოზიცია და ეს არის ფაქტორი ოლიგრაქისთვისაც. თუ შეტოპავენ ბოლომდე, მერე პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა მათი ცხოვრება და განსაკუთრებით ოლიგარქისთვის. ამას მე არ ვიძახი არც ნიშნის მოგებით, ბრაზი არ მაქვს გულში, უბრალოდ პრაგმატულად ვუყურებ და ამ ქვეყნისთვის საჭირო და სასურველია, რომ საფრთხის გაცნობიერებით, არ შეტოპოს და არ გადაგვჩეხოს. ამას სჭირდება გონივრული შეთანხმება სწორედ იმ პუნქტებზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დადო“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს.

„ყველა დღე, ვიდრე ეს ხელისუფლებაა და ასე იქცევა კოვიდზე, ეკონომიკაზე, არის დამანგრეველი, მაგრამ კრიზისი დამატებით კიდევ ერთ ფაქტორია. დროშიც სჯობს, რომ სწრაფად გაიხსნას ეს კვანძი, სწრაფად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და სწრაფად და მშვიდობიანად მოვიცილოთ ეს ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენი ამოცანის გამო მათი მძევლები არ ვიქნებით. ჩვენ გვინდა და ქვეყანას სჭირდება ამ ხელისუფლების მშვიდობიანად ჩამოშორება, მეორე მშვიდობიანი შეცვლა უნდა მოხდეს ხელისუფლების, ოღონდ ამჯერად არა ერთი ძალის მეორის აბსოლუტური ძალაუფლებით ჩანაცვლება, არამედ პროპორციული სისტემით და ისეთ მთავრობით, სადაც გამაწონასწორებელი იქნება, მაგრამ თუ ამას არ დაუშვებს ეს რეჟიმი და ბოლომდე შეტოპავს, მაშინ მას ელის ძალიან დიდი რისკები და ჩვენ, როგორც საზოგადოება არ შეიძლება, რომ ამას შევეგუოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

2021-03-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

შემდეგი სტატია

ბარიერის შემცირება 3%-მდე და 4 კაციანი ფრაქცია – “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება

მსგავსი სტატიები

„დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ“

„დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ“

17 აგვ 2018
ნიკოლოზ ცისკარიძე: მე ქართველი ვარ!

ნიკოლოზ ცისკარიძე: მე ქართველი ვარ!

03 ნოე 2017
„ჩვენ დავხარჯავთ დაახლოებით 40 მილიარდს მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის“

„ჩვენ დავხარჯავთ დაახლოებით 40 მილიარდს მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის“

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge