NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

25 მარ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებას არ აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის დოზების ათვისება შესაძლოა, ვერ მოხდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განმარტა, საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს თავისი კალენდარი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა იმ მიზან-შედეგობრივ კავშირზე, რაც ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის არის საჭირო. ხვალ იგეგმება ჩემი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, ასევე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონის მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უფრო აქტიური პიარკამპანია უნდა ჩაეტარებინა, ტიკარაძემ უპასუხა, რომ უწყება, თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ. საბჭოში გვყავს საერთაშორისო პარტნიორების გუნდი და ასევე, საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე, უცნობი იყო, თუ რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული, არამედ გლობალურად არის გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

ათვისება ვაქცინის დოზები 2021-03-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ათვისება ვაქცინის დოზები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია დანიელსონის ხელმეორედ ვიზიტთან დაკავშირებით იმედიანადაა განყობილი.

მსგავსი სტატიები

ოქსანა ლავრენტიევა: ჩვენ, ყველა რუსი უნდა ვლოცულობდეთ ჩვენი პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ ვლადიმროვიჩი გიჟი არ არის

ოქსანა ლავრენტიევა: ჩვენ, ყველა რუსი უნდა ვლოცულობდეთ ჩვენი პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ ვლადიმროვიჩი გიჟი არ არის

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2022

ოხანაშვილი: „ვისურვებდი, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს“

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge