NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნანა გეგეჭკორი: მე პირადად არ მენანება გადასახადი რასაც სახელმწიფოს ვუხდი, ვხედავ რომ ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის იხარჯება და არა სახელმწიფო მოხელეების ფუფუნების უზრუნველსაყოფად

ნანა გეგეჭკორი: მე პირადად არ მენანება გადასახადი რასაც სახელმწიფოს ვუხდი, ვხედავ რომ ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის იხარჯება და არა სახელმწიფო მოხელეების ფუფუნების უზრუნველსაყოფად

25 მარ 2021 საზოგადოება 664 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“რა გვასწავლა კოვიდმა?
——————————
— ჰიგიენა ჯანმრთელობაა
— დისტანცია გვიცავს ერთმანეთის ვირუსული და ბაქტერიული ფლორისგან. კოვიდ პერიოდში ვირუსული დაავადებების რიცხვმა დრამატულად იკლო.
— მოუწესრიგებელი ჯანმრთელობა სიკვდილის რისკს ზრდის. შესაბამისად, სასურველია ვაკონტროლოთ წონა, ვიმოძრაოთ ბევრი, ყურადღება მივაქციოთ ასაკობრივ რისკებს და სათანადოდ გავიაროთ სკრინინგ ტესტები. ეს დაგვიცავს ზედმეტი წონისგან, დიაბეტისგან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. მხოლოდ ამ ჩამონათვალის მკაცრი კონტროლი დაგვიცავს, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი დაავადებებისგან.
— ზედმეტი ბიუროკრატია უსარგებლო ბარიერია. ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქებამ საშუალება მოგვცა უმაღლესი ეფექტურობით გამორჩეული ვაქცინები ერთ წელიწადში კლინიკურ პრაქტიკაში გვქონოდა, ნაცვლად ათეული წლებისა რაც ადრე სჭირდებოდა. ხაზს ვუსვამ, სისწრაფე ბიუროკრატიის და დაფინანსების სწორმა მართვამ განაპირობა და არა იმან, რომ კვლევების პროცესში რომელიმე ეტაპი გამოტოვეს. ახალი ვაქცინის მისაღებად საჭირო ყველა ეტაპი კვლევებში ზედმიწევნით კარგად იყო დაცული.
— ეკონომიურად გამართულ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ბევრად უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კოვიდ პანდემია სწორედ ასეთმა ქვეყნებმა მართეს უკეთ ვიდრე, მაჩანჩალა აუტოკრატიულმა წარმონაქმნებმა.
— ადამიანის სიცოცხლე ღირებული მხოლოდ თავისუფალ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია. სწორედ ასეთმა ქვეყნებმა იზრუნეს თავიანთ მოქალაქეებზე, უზრუნველყვეს მათი მკურნალობა უფასოდ, შეეცადნენ ეკონომიური კოლაფსი ნაკლებად საგრძნობი ყოფილიყო თითოეული ჩვენგანისთვის. ყველა ახალი პრეპარატი, ვაქცინა, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშულაებები შეიქმნა სწორედ ასეთ ქვეყნებში. განვითარეულ, თავისუფალ ქვეყნებში მცხოვრებნი თავს შედარებით დაცულად ვგრძნობთ. მე პირადად არ მენანება გადასახადი რასაც სახელმწიფოს ვუხდი, ვხედავ რომ ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის იხარჯება და არა სახელმწიფო მოხელეების ფუფუნების უზრუნველსაყოფად. მეორე მხარეს არიან მაგალითად რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც საკუთარ მოქალაეებზე ექსპერიმენტები ატარეს ისე რომ ნებართვაც არ უკითხავთ კვლევის ობიექტისთვის. ამ ქვეყნებში ვაქცინის შექმნის პროცესიც კი საკმარისია საილუსტრაციოდ.
დასკვნა…
იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სხეულზე, დროულად და ადექვატურად ვმართოთ ასაკობრივი რისკები, დავიცვათ ჰიგიენა, ვიკითხოთ ბევრი რათა ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი ამა თუ იმ დაავადებისგან, ბევრი ვიმოძრაოთ, მივიღოთ ჯანმრთელი საკვები სასარგებლო დოზით, გავთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან (ალკოჰოლი, მოწევა ა.შ), ბრაზისა და აგრესიისგან (სტრესი ბევრი, მაღალი სიკვდილიანობით გამორჩეული, დაავადების რისკს ერთი ათად ზრდის), და ყველაზე მთავარი ყველაფერი გავაკეთოთ ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად.
თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება არის ჯანმრთელი და ხანგძივი ცხვორების უზრულველყოფის ერთადერთი გარანტია,” წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

TOP ვაქცინა კოვიდი ნანა გეგეჭკორი 2021-03-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვაქცინა კოვიდი ნანა გეგეჭკორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დემნა გვასალია იუბილარია

შემდეგი სტატია

მაია ასათიანი: დღეს ბოლო პროფილია

მსგავსი სტატიები

სტრატეგიული პარტნიორი და ისტორიული მტერი – სასულიერო პირების გზავნილები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით

სტრატეგიული პარტნიორი და ისტორიული მტერი – სასულიერო პირების გზავნილები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით

სოსო ელისაშვილი 24 მარ 2018

ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში – IDFI-ის კვლევა

21 დეკ 2017
ირინა სარიშვილი: ერთი ფსალმუნის თემებია ორივე, უფალო

ირინა სარიშვილი: ერთი ფსალმუნის თემებია ორივე, უფალო

ნინო ჩხეიძე 29 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge