NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ – „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა

სენატორების მოსმენიდან ორივე პოლიტიკურმა ძალამ – „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა

24 მარ 2021 პოლიტიკა, სამართალი 455 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ მოსმენის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

იოსელიანის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება.

„სენატორების განცხადებებმა ის შთაბეჭდილება გამიღრმავა და გამიმყარა, რასაც აქამდეც ვამბობდი, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკურ კლასზე მეტად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა და გადაჭრის პერსპექტივა ჩვენს მეგობრებს ადარდებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფა და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება. სინამდვილეში, ამ მოსმენის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს, საქართველოში სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ეს იყო ჩემი აზრით, მთავარი გზავნილი, რასაც ჩვენი მეგობარი ამერიკელები ჩვენგან ელოდებიან.

ჩვენგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური. ამჯერად მაინც, როცა ბატონი დანიელსონი საქართველოში ჩამობრძანდება, ახლა მაინც უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი პარტიული და პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ და არა პარტიებს, არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. დღეს გვაქვს მართლა უნიკალური შანსი და შესაძლებლობა ამ შეთანხმების ფარგლებში დავიწყოთ რეალურად სასამართლოს რეფორმირება, პარლამენტში ოპოზიციისთვის ისეთი ინსტრუმენტების გადაცემა, რომელიც ოპოზიციას რეალურად ჩართავს გადაწყვეტილებების მიღებაში და მთელი რიგი ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ქვეყანას წასწევს წინ. ამის შესაძლებლობა დღეს, ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. სენატშიც გაესვა ხაზი, რომ პასუხისმგებლობა ამ საკითხებზე აქვს ორივე მხარეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემა რომ არის პრობლემური, ეს აღიარებულია.

„ეს ის საკითხია, რომლის გადასაწყვეტად არსებობს შესაძლებლობა და მზაობა. შემთხვევითი არ იყო, თითქმის ყველა გამოსვლელის სიტყვაში მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები. იმიტომ რომ ამ ხარვეზმა გამოიწვია ის შედეგი, რაც გვაქვს. არც პოლიტიკურ კრიზისს მივიღებდით და არც მელია იჯდებოდა საპატიმროში, სხვა ტიპის მოვლენების განვითრება იქნებოდა. თუ ეს გაჯიუტება გაგრძელდება და გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, აღარ გაიდაიჭრება, ამით ვინ დაზარალდება? ხელისუფლება, ოპოზიცია? ამით დაზარალდება ქვეყანა. თუ ეს ფინანსური პაკეტი შეჩერდება, სამოქმედო პაკეტში თუ შეფერხება იქნება, ამით დაზარალდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ევროატლანტიკური პერსპექტივა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ რას ვეთამაშებით“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

კომენტარები

2021-03-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ამ არეულობით რუსეთი იგებს – ოპოზიცია აშშ-ის სენატის გზავნილებზე

შემდეგი სტატია

“მოქალაქეები” საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო სხდომის დანიშვნას ითხოვენ

მსგავსი სტატიები

„გამოკითხულთა 53% კალაძის საქმიანობას უფრო დადებითად აფასებს ვიდრე უარყოფითად“

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინაპირობა იყო დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზთან

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინაპირობა იყო დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზთან

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2019
მამუკა ხაზარაძე: 5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავმჯდომერე​ 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი

მამუკა ხაზარაძე: 5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავმჯდომერე​ 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი

ნინო ჩხეიძე 24 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge