NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისიმ აგროსტარტაპების მხარდაჭერაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

თიბისიმ აგროსტარტაპების მხარდაჭერაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

24 მარ 2021 ბიზნესი 522 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში,
რომელიც აგროსტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, თიბისიმ უკვე დააფინანსა 250-მდე
სტარტაპი. ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 70 მილიონ ლარს აჭარბებს.
აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს თიბისი 2016 წლიდან ახორციელებს. ოთხი
წლის განმავლობაში პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, ის
მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან
ადგილობრივი ვაზის დარაიონებული ჯიშების გაშენება და საოჯახო მეურნეობის
მხარდაჭერა მოჰყვა. დღემდე, სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში საქართველოს
მასშტაბით მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე ადგილობრივი
ჯიშის საღვინე ვაზი გაშენდა.
2018 წლიდან პროექტს დაემატა მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველობის ფერმების
მხარდაჭერა, ინტენსიური საკალმახე მეურნეობები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე
მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. 2019 წლის
შემოდგომიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მწარმოებლებისთვის
სტარტაპ აგრო პორდუქტის ჩამონათვალს გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და
აგროტურიზმიც დაემატა.
„პანდემიის მიუხედავად აგროსტარტაპების მხარდაჭერა თიბისის არც ერთი
მიმართულებით არ შეუჩერებია, მათ შორის არ შეგვიზღუდავს აგროტურიზმის
მხარდაჭერაც. სტარტაპებით დაფინანსების ჩამონათვალს ჩვენ ყოველ ახალ სამეურნეო
სეზონზე ვამატებდით სხვადასხვა აგრო მიმართულებებს და ეს პროცესი კვლავაც
გაგრძელდება. ახლახანს ბიზნესის მხარდაჭერით მიზნით შევქმენით აგრო ბარათიც,
რომლითაც სარგებლობა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ახლა, გაზაფხული
სეზონზე. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ბევრ ახალ და საჭირო პროდუქტს
შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს,“ – შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების
მართვის ლიგა.
აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიან საშეღავათო
პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც დამოკიდებულია დასაფინანსებელი
საქმიანობის სპეციფიკაზე და მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. ძირითადი
საშუალებებისთვის სესხების გაცემა „შეღავათიან აგროკრედიტთან“ პარტნიორობის
ფარგლებში ხორციელდება და ითველისწინებს სესხზე დარიცხული საპროცენტო
სარგებლის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მიერ.

კომენტარები

TOP 2021-03-24
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Edited at 16.10.2020 – Grammarly plagiarism checker

შემდეგი სტატია

ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

თამუნა 08 დეკ 2021
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში  ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

თამუნა 19 თებ 2021
Hotscore.com – ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი

Hotscore.com – ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი

05 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge