NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თეა წულუკიანი: ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა

თეა წულუკიანი: ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა

22 მარ 2021 საზოგადოება 590 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას პოლიტიკაში გააქტიურების შესახებ ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

„რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, რომ ის ამას არ გააკეთებდა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო, მაგრამ გამიკვირდა. ვინაიდან მე მგონია, რომ სჯობდა, არ წასულიყო… რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. ის თუ შემობრუნდა და, როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილი აქვს, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. მე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს საზიანო იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან” ინტერვიუში და  დაამატა: – „ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, ყველა, მე ვინც ვნახე (პარლამენტში გახლდით, გადაბარების პროცესში), ყველა გაკვირვებული იყო მაინც, მისი ამ განცხადებით, მე მათ შორის პირველი, და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მაგრამ მისთვის პიროვნულად ეს რამდენად კარგია, მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ეს დაბრუნება… იმიტომ, რომ იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს და ეს მისთვის რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ეს არის მისი პირველი კომენტარი, რომელიც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს მისცა.

„უამრავი ჭორი დადიოდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, პოლიტიკიდანაც წასვლას არ ვაპირებ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

TOP გიორგი გახარია თეა წულუკიანი 2021-03-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გახარია თეა წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლილი ფოფხაძე – გულის სიბრმავე

შემდეგი სტატია

Most distant quasar with highly effective radio jets discovered

მსგავსი სტატიები

მამუკა ხაზარაძე: უკრაინის გამარჯვება-საქართველოს გამარჯვებაა!!

მამუკა ხაზარაძე: უკრაინის გამარჯვება-საქართველოს გამარჯვებაა!!

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2022

საგამოძიებო კომისიის დასკვნით, მიხეილ კალანდიას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება

03 სექ 2018
ზურაბ გურული: ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს …მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

ზურაბ გურული: ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს …მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

ნინო ჩხეიძე 28 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge