საიტი publika.ge აქვეყნებს თინათინ ხიდაშელის ბლოგს “პოლიტიკური კრიზისიდან – პოლიტიკური ხანძრისკენ “, გთავაზობთ ამონარიდს:
“ხელისუფლებას ეშინია სიტყვა კრიზისის.
რატომ არის დღენიადაგ იმის მტკიცებაში, რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი? რატომ ეძებს და იგონებს ახალ სიტყვებს იმის სათქმელად, რაც უმარტივესია და ზედაპირზე დევს?
მთელი ევროპის, ყველა, 27-ვე ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოში რამდენიმესაათიანი ყოფნისთანავე აღმოაჩინა, რომ ეს ევროკავშირის სამეზობლოს პატარა ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მის მიერ უბრალოდ პრესკონფერენციაზე ან შეხვედრების დროს მოწოდებები ვეღარაფერს უშველიდა და პირდაპირ თავად 27 ქვეყნის პრეზიდენტი დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამ პროცესში სატირალი დიდი გვაქვს. 30-წლიანი სახელმწიფოებრიობანას ხლაფორთის ფონზე, ისევ სამოქალაქო შესკდომის რეჟიმში ვართ და პალესტინა–ისრაელის მსგავსი რაუნდები გვჭირდება მედიატორ–ფასილიტატორებით ერთ ოთახში, მაგიდასთან აღმოსაჩენად.
რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ღრმად არაკომპეტენტურია. ეშინია იმიტომ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ეშინია იმიტომ, რომ კორუმპირებულია და ძალაუფლების დაკარგვას თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. ეშინია იმიტომ, რომ სრულიად ამორალურია.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები