NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – თენქ იუ, მის ფოფხაძე

ლილი ფოფხაძე – თენქ იუ, მის ფოფხაძე

21 მარ 2021 კულტურა 611 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თენქ იუ, მის ფოფხაძე

საოპერაციო ხართო, მითხრა ექიმმა კალიფორნიის ერთ- ერთ საუკეთესო კლინიკაში. მუგუზალივით შავი ქალი მეჯდა წინ, მაგრამ ძალიან ეშხიანი – ამერიკაში დაბადებული ინდოელი. მანამდე ორი დღე ექიმები ჩემ თვალებს ”სწავლობდნენ”, ამოწმებდნენ, ათასგვარი აპარატებით იკვლევდნენ და ძლივს მოვაღწიეთ ქირურგამდე. საუბარი დაიწყო იმით, რომ ქალბატონმა რამანატანმა დაწვრილებით მიამბო კატარაქტას ოპერაციის თანმიმდევრობა და გამაცნო გართულების შემთხვევაში მოსალოდნელი საშიშროებანიც. ბოლოს შემეკითხა, მაძლევთ. უფლებას, ოპერაცია რომ გაგიკეთოთო? ამას რატომ მეკითხებით- მეთქი, იმიტომ რომ თქვენი თაობის ადამიანები ზოგჯერ უარს ამბობენ ოპერაციაზე, ეშინიათო. მაშინვე შევაგებე პასუხი – ისინი ბებრები არიან- მეთქი. უცებ შეცბა და მერე გაეცინა. მე თქვენ ისიც გითხარით, რომ შესაძლოა დაბრმავდეთ კიდეც…ამაზე რას იტყვითო? როგორც დამპირდით, ჯერ ერთ თვალზე მიკეთებთ ოპერაციას და ოცი დღის შემდეგ მეორეზე. თუ პირველი ოპერაცია კრახით დასრულდა, მეორეს აღარ გავიკეთებ და დაბრმავებას გადავრჩები- მეთქი შეკითხვები ბლომად იყო. შევნიშნე, რომ ექიმი ხელზე მეფერებოდა, მამხნევებდა… მერე წერა დაიწყო. მე დრო ვიხელთე და თამუნას ვუთხარი, ამ ქალბატონს ოპერაციას არ გავაკეთებინებ- მეთქი, რას ამბობ, დედა, რატომო? – მკითხა გულშემოყრილმა. უშნო, ჭყეტელა წინდები აცვია და იმიტომ- მეთქი- ვუპასუხე მთელი სერიოზულობით. და თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ცამდე მართალი ვიყავი, თამუნამ მაინც მოახერხა არ გასცინებოდა და დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ოპერაციაზე სხვა წინდებს ჩაიცვამსო…ამასობაში ექიმი წერას მორჩა და ჩემგან პასუხგაცემულ შეკითხვებზე ხელი მომაწერინა. მერე დაგვემშვიდობა, ახლობელივით გადამეხვია და თვალი ჩამიკრა- ყველაფერი კარგად იქნებაო,.. და ჩვენ უკვე მეგობრები ვიყავით…

ოპერაციის დღეს დილაადრიან დაგვიბარეს, რუსი თარჯიმანიც დაგვახვედრეს, რომელიც ექიმებთან ჩემ წინა შეხვედრებს ესწრებოდა  და ამჯერად ოპერაციასაც უნდა დასწრებოდა. მანამდე კი წვეთოვანი დამიდგეს და გადასხმები დაიწყო. კარგახანს ”შნურებში” გახლართული. ვიწექი, მაგრამ არ გამჭირვებია, ვერთობოდი. პალატაში წარამარა შემოდიოდნენ მწვანეხალათიანი ექიმები, ანესტეზიოლოგები და ექთნები, მეცნობოდნენ, შეკითხვებს მაძლევდნენ და ყველაფერს იწერდნენ. ათამდე იქნებოდნენ. სამედიცინო პერსონალის ასეთმა ” სიუხვემ” გამაოცა, ვიფიქრე, რამე უცნაურს ხომ არ მიკეთებენ და ”პრემიერას ” ხომ არ აწყობენ – მეთქი, მაგრამ თარჯიმანმა შემახსენა, თქვენ ექიმი შეგითანხმდათ, რომ ოპერაციას პრაქტიკანტები დაესწრებოდნენ და გაგაფრთხილათ კიდეც, თუ რომელიმეს გავუჯავრდი, თქვენ თავზე არ მიიღოთო… გამეცინა. კარგი კაცი იყო ჩვენი თარჯიმანი. ათასგვარ ისტორიებს გვიყვებოდა. შესახედად ” ივანუშკა- დურაჩოკს” ჰგავდა, მაგრამ ძალიან ლამაზი და სანდომიანი ღიმილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, კომპლიმენტი ვუთხარით, მაგრამ დიდად არ გაკვირვებია, 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მიჩვეული ვარ, სულ იმას მეუბნებიან, შენნაირი მომღიმარი რუსი ცხოვრებაში არ შეგვხვედრიაო, მე კი თავს იმით ვიმართლებ, რომ დედა უკრაინელი მყავსო.

ოპერაცია საათნახევარში დამთავრდა. ჩატარდა ადგილობრივი ანესტეზიით. ესეც წინასწარ მითხრეს და თან გამაფრთხილეს, გაუნძრევლად უნდა იწვეთ, თავიც არ უნდა შეარხიოთ, თორემ სანანებელი გაგიხდებათო. ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა…

საოპერაციოდან რომ მომაგორებდნენ, იქაურობას თვალი გადავავლე და იმდენი ადამიანი შემომყურებდა, რატომღაც შევცბი, გული ამიჩუყდა და ყველას დიდი მადლობა გადავუხადე. ეტყობა ამას არ ელოდნენ და ” ბრავოს”ძახილით და ოვაციებით გამომაცილეს – ღმერთო, დაილოცა შენი სახელი,  თეატრმა აქაც შემახსენა თავი…პალატაში თამუნა შემომიყვანეს. ექიმმა დაამშვიდა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პაციენტი ძალიან დაგვეხმარაო. საოცარი სითბო გამომყვა იმ შენობიდან და ერთი უცნაური ფრაზაც ამედევნა, ოპერაციაზე სულგანაბულს ყურში რომ ჩამესმოდა – ” თენქ იუ, მის ფოფხაძე”…

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-03-21
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

THE DISCONTENTS OF COARSE Knowledge:Currently, theoretical explore and modeling chemical reactions to be familiar with experimental success is commonplace

შემდეგი სტატია

გიორგი ვაშაძე: თანამდებობა დატოვა ევროპაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ …

მსგავსი სტატიები

ტარიელ ხარხელაური: ჩემთვის ეს მიუღებელია, ყველას რომ მიდგა და გაათავისუფლა…

ტარიელ ხარხელაური: ჩემთვის ეს მიუღებელია, ყველას რომ მიდგა და გაათავისუფლა…

ნინო ჩხეიძე 16 იან 2022
“გსურთ იცოდეთ ვინ არიან ისინი?” – დემნა გვასალიას შექმნილი ქურთუკი 2,035 ევრო ღირს

“გსურთ იცოდეთ ვინ არიან ისინი?” – დემნა გვასალიას შექმნილი ქურთუკი 2,035 ევრო ღირს

09 მარ 2019
ლილი ფოფხაძე – პეპელა და სიზმარი

ლილი ფოფხაძე – პეპელა და სიზმარი

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge