NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვაშაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას გაწბილებისთვის, მაგრამ გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში, გასაღები არის “ქართული ოცნების” ხელში

ვაშაძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას გაწბილებისთვის, მაგრამ გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში, გასაღები არის “ქართული ოცნების” ხელში

19 მარ 2021 პოლიტიკა 502 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, საერთოდ კიდევ ერთხელ ნახა დასავლეთმა, ვისთან აქვს საქმე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე, კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი, ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულებული დღე და პროცესი უჩვენებს, რომ ჩვენ არ გაქვს საქმე სახელმწფოებრივ მიდგომასთან. ჩვენ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. მათ მოუწევთ კარგად დაფიქრება საერთოდ ქვეყანასთან დაკავშირებით, რა უნდათ მიაღწიონ და ვფიქრობ, ამის შედეგი იქნება ძალიან მძიმე. მედიაციის მხარემ დაინახა, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციულობისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე არის გაფლანგული ამ ეტაპისთვის. ოპოზიციას გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა განვაცხადო, რომ არცკი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუგებარი მიზეზების გამო პროცესი შეაფერხა. დასავლეთმა კარგად დაინახა სად დგას ოპოზიცია და სად დგას „ქართული ოცნება“ და ამას შესაბამისი შედეგები ექნება მათი მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციას ექნება შიდაკონსულტაციები, თუმცა მისივე შეფასებით, ოპოზიციას კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან.

“ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რადგან დესქტრუქციული როლი შეასრულა “ქართულმა ოცნებამ” ამ მოლაპარაკებებში. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას გაწბილებისთვის, მაგრამ გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში, გასაღები არის “ქართული ოცნების” ხელში და ამას დარწმუნებული ვარ, კარგად მიხვდნენ ჩვენი მედიატორები, როგორც ევროპული, ასევე, ამერიკული მხარე. მთავარი წყალგამყოფი არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა არანაირი შეთანხმება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

TOP გიორგი ვაშაძე 2021-03-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჟამურაშვილი: კოლეგებო, ხალხს დახმარება სჭირდება!! ექიმები კი იმედია იმ თანადგომას მივიღებთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება!

შემდეგი სტატია

სამნიძე: მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ძირითადი ტვირთი, დაეთმო, ნაბიჯები გადაედგა კომპრომისული

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

20 დეკ 2018
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

20 მაი 2018
მურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს და იუსტიციის სახლის მაღალჩინოსნებს წინასაარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებს

მურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს და იუსტიციის სახლის მაღალჩინოსნებს წინასაარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებს

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

    რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge