NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

18 მარ 2021 ბიზნესი 726 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

18 მარტი, 2021 – საერთაშორისო ფონდი კურაციოს და გალტ & თაგარტის ერთობლივი თანამშრომლობით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მორიგი დოკუმენტი (XIV ტალღა) გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებაა.
კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება; სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას.
კვლევის მიგნებებით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას – ამბულატორიულ დაწესებულებათა რაოდენობა 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფოთა საწოლფონდი 1.5-ჯერ გაიზარდა 2014-19 წლებში. შედეგად, სახეზეა ჯანდაცვის სისტემის ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს სექტორის ფინანსურ შედეგებზე.
კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია 2015 წლიდან ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლების გაუარესებაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებების
უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავალიანება აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, და შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დროულად ვერ ისტუმრებენ ხელფასებს და სასესხო დავალიანება მზარდია. 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 715.2 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ლიკვიდობის გაუარესებით, კაპიტალურ დანახარჯებითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სექტორის 75 კომპანია, რომლებიც სექტორის შემოსავლების 64%-ს აგენერირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების 29%-მა იზარალა 2019 წელს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება კომპანიების 75%-ს უძნელდება.
სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს (520-ე და სხვა დადგენილებებით).
კვლევის მიხედვით, 520-ე დადგენილებით შემოღებული უნიფიცირებული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს. მზარდი ხარჯების პირობებში აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის სექტორის ლიკვიდურობას, ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას, თუ არ მოხდება ტარიფის პერიოდული კორექტირება. სავარაუდოდ, ტარიფებით გამოწვეულ დანაკარგს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჭარბი და/ან არასაჭირო მომსახურების გაწევით დააბალანსებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ოდენობას. ასევე, მოსალოდნელია სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან აღნიშნული მასალები ძირითადად იმპორტირებულია.
სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:
https://galtandtaggart.com/upload/reports/17234.pdf

კომენტარები

TOP ჯანდაცვა 2021-03-18
თამუნა
Tags TOP ჯანდაცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პანდემიისას ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ სპეკულაციური ფასებისგან დაცვა, თუმცა გვესმის, ფასები გაიზარდა, ეს გლობალური ტენდენცია იყო

შემდეგი სტატია

მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი და გერმანიის ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობის მიზნით განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10% – ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 8,5%-ისა, გვექნება 10% – ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

ნინო ჩხეიძე 28 ნოე 2022
„ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში

„ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში

თამუნა 07 აპრ 2021
Bloomberg-ის მონაცემებით, ამ წლის დასაწყისიდან ბიძინა ივანიშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა

Bloomberg-ის მონაცემებით, ამ წლის დასაწყისიდან ბიძინა ივანიშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა

ნინო ჩხეიძე 04 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge