“ჩემი უდიდესი გულისტკივილი და გულწრფელი ლოცვები იმ გოგონასა და მისი ოჯახის მისამართით!
ანაფილაქსია ყოველდღიური გართულებაა ქიმიოთერაპიის განყოფილებაში. ვისაც უმუშავია, კარგად იცის, რომ ექთნები და ექიმები მუდმივ მზადყოფნაში არიან ასეთი გართულების მოლოდინში, განსაკუთრებით რამოდენიმე ქიმიოპრეპარატის გადასხმის დროს. ყოველთვის მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გადასხმის წინ პაციენტს უკეთდება ძალიან სერიოზული მომზადება, ე.წ. პრემედიკაცია. უცებ გაიგებ ხმამაღალ ზარს და უნდა გაიქცე, რომ პაციენტს მაშინვე ჩაუტარო საჭირო მკურნალობა.
იგივე შეიძლება გამოიწვიოს საკვებმაც კი, თუ ადამიანის ამაზე ალერგია აქვს, მაგალითად, მიწის თხილმა და ა.შ. ან ფუტკრის ნაკბენმა. არიან მთელი რიგი ადამიანები, ვინც ჯიბით დაატარებენ ინექციას, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაიკეთონ, თუ ასეთი რეაქცია იგრძნეს ამა თუ იმ მიზეზის გამო, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ფუტკრის ნაკბენი რეალური საშიშროებაა.
გამოდის, რომ ვეღარც ქიმიოთერაპია გაგვიკეთებია, ვეღარ ანტიბიოტიკები და ა.შ.
იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს!
აცრები უნდა გაგრძელდეს!” – წერს სპციალურ ქსელში ონკოლოგი და სხივური თერაპევტი, დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე.
კომენტარები