NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ვიტალი კლიჩკო: 20 მარტის 00:00 საათიდან კიევში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ვიტალი კლიჩკო: 20 მარტის 00:00 საათიდან კიევში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

18 მარ 2021 მსოფლიო 448 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 20 მარტიდან მკაცრი კარანტინი წესდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ფეისბუქში“ წერს.

„20 მარტის 00:00 საათიდან კიევში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – წერს კლიჩკო.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში 3 კვირით, 9 აპრილამდე დარჩება.

შეზღუდვების ფარგლებში დაიკეტება კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ღია დარჩება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიების, ჰიგიენის საშუალებების და საოჯახო ქიმიის მაღაზიები, აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. კვების ობიექტები მხოლოდ გატანისა და მიწოდების რეჟიმში იმუშავებენ.

ამასთან, ღია დარჩება საბავშვო ბაღები, სკოლებში კი საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება და ორგანიზაცია, კრიტიკული ინფრასტრუქტურული საწარმოების გარდა, შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.

ცნობისათვის, კიევში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

TOP ვიტალი კლიჩკო კიევი 2021-03-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვიტალი კლიჩკო კიევი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკატერინე ტიკარაძე: საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

შემდეგი სტატია

Order Cheap Essays Online With the Help of the Internet

მსგავსი სტატიები

მიხაილო პოდოლიაკი: კიევის რეგიონი, 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი

მიხაილო პოდოლიაკი: კიევის რეგიონი, 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი

ნინო ჩხეიძე 03 აპრ 2022

პედრო აგრამუნტმა თანამდებობა დატოვა

06 ოქტ 2017
ირკუტსკის კოლონიაში პატიმრების ბუნტის დროს სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა

ირკუტსკის კოლონიაში პატიმრების ბუნტის დროს სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge