NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული

„ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული

17 მარ 2021 პოლიტიკა 621 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში უნდა დასრულდეს ისეთი წარმოდგენა, თითქოს ხელისუფლებას გააჩნია 110 პროცენტი პასუხისმგებლობა და ოპოზიციას მინუს 10 პროცენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ ოპოზიციას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს და ამას ევროპელი პარტნიორებიც მიუთითებენ. მათიკაშვილის თქმით, ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ძალიან მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ჩვენი საზოგადოების და კონკრეტულად ოპოზიციის მისამართით. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ის საკითხი, რამაც მეტი სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ საღი, რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული მოლაპარაკების მაგიდასთან. ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ყველა არგუმენტი ამ კუთხით ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს. შესაბამისად, ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტობრივად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული,”- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

2021-03-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტული იყო და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ღია დიალოგისკენ მოგვიწოდა

შემდეგი სტატია

თიბისის სათაო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას ხვალ მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას ხვალ მიმართავს

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022
ნამდვილად არ ვარ განწყობილი, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს

ნამდვილად არ ვარ განწყობილი, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
რუსთავი 2“-ზე – მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას

რუსთავი 2“-ზე – მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge