NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მცდელობის მე-6 დღე – დანიელსონის მედიაციით მხარეები მოლაპარაკების მაგიდას ერთად მიუსხდებიან

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მცდელობის მე-6 დღე – დანიელსონის მედიაციით მხარეები მოლაპარაკების მაგიდას ერთად მიუსხდებიან

17 მარ 2021 ახალი ამბები, პოლიტიკა 750 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური კრიზისი, რომლის მოგვარებასაც უკვე მე-6 დღეა უშედეგოდ კრისტიან დანიოლსონი ცდილობს. სავარაუდოა, რომ მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შესაძლოა დღესვე მივიდნენ. თუ აქამდე შვედი დიპლომატი ოპოზიციასაც და “ქართულ ოცნებასაც” დამოუკიდებლად ხვდებოდა, დღეს იგეგმება შეხვედრა დაპირისპირებული მხარეების მონაწილეობით.

არ არის გამორიცხული, რომ დანილსონმა უკვე კონკრეტული შეთავაზების შესახებ წინადადება დააყენოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელზე შეთანხმებაც უკვე პოლიტიკური ნება იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია.

“კიდევ ერთხელ, IRI-ის დასკვნამ, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან. თუმცა რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი აღარ აქვს, მაინც იმეორებენ იგივეს, მაგრამ არანაირი ნიშნის მოგება ჩვენს პათოსში ნამდვილად არ არის, არც ინტერესშია, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციასთან. რაც არ უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და გვინდა დავარწმუნო ყველა, რომ მიუხედავად იმისა რა განცხადებები კეთდება, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველაფერზე მოლაპარაკების მაგიდასთან და ხვალინდელ დღეს გარკვეული საზღვრები ჰქონდეს ჩვენი შეთანხმების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ოპოზიცია მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე, მათი მხრიდანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა.

ამ დროს, ამ კრიზისში, როდესაც თან მართალი არ ხარ და თან ცდილობ რომ ქვეყანა აჯანჯღარო, არ არის ეს სწორი. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ვეუბნებით, რომ მეგობრებო გავაგრძელოთ საუბარი, გავაგრძელოთ მოლაპარაკება და მივიდეთ ისეთ შედეგზე, რომელიც ქვეყანას აწყობს,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შეთანხმება იქნება მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილება.

“ვსხედვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გვაქვს მზაობა სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული არჩევნები როდის ტარდება და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. ეს უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კრიზისის მოგვარება პოლიტიკური კრიზისი 2021-03-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კრიზისის მოგვარება პოლიტიკური კრიზისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას არ დაესწრება

შემდეგი სტატია

ჟოზეფ ბორელის განცხადებაში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია გარკვეულ უზუსტობას ხედავს

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

14 მაი 2018
მუხრან ბურჭულაძე პრეზიდენტს და მთავრობას ტატუნაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და გერმანიის ლიდერს ორჭოფობაში სდებს ბრალს

მუხრან ბურჭულაძე პრეზიდენტს და მთავრობას ტატუნაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და გერმანიის ლიდერს ორჭოფობაში სდებს ბრალს

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018

ნინია კაკაბაძე კახა კალაძეს: ქალაქში რაღაც უბედურება მოხდება!!!

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge