NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ტელეკომპანია “TV პირველის” მთავარი პროდიუსერისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოკითხვა ამ წუთებში იწყება

ტელეკომპანია “TV პირველის” მთავარი პროდიუსერისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოკითხვა ამ წუთებში იწყება

16 მარ 2021 საინტერესო 639 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ წუთებში ტელეკომპანია “TV პირველის” მთავარი პროდიუსერისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოკითხვა იწყება. გამომძიებლების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე უპასუხებენ.

შეკითხვები გამომძიებლებს ჟურნალისტებთან ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე აქვთ. “TV პირველის” მთავარმა პროდიუსერმა წინასწარ განმარტა, რომ წყაროს შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს.

“წარმოდგენაც კი არ მაქვს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, რადგან გუშინაც ვუთხარით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცით, რომ მოვისმინეთ რაღაც ინტერვიუ, სადაც იყო გარკვეულ ვარაუდებზე დაფუძნებული მოსაზრებები ლევან მამალაძის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ამბობდა, რომ არაფერი ამ გამოძიებასთან დაკავშირებული მას მოძიებული არ აქვს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. არ ვიცი გუშინდელი დღიდან დღევანდელ დღემდე რა გაარკვიეს, ახლა გამოკითხვაზე გავარკვევ.

გაუთავებლად გამოკითხვებზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ. თუ რამე კითხვები აქვს დღეს ვეცდები ვუპასუხო, ოღონდ წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ ინტერესის საგანი,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტელეკომპანია “TV პირველის” იურისტ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ლევან მამალაძის ინტერვიუ ერთგვარი პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

“ჩვენ რაც ვიცით, ერთადერთი არის, რომ, როდესაც გამოძიებას გუშინ კითხვა დავუსვით, პირველი არის, რომ არ ვართ ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილი, ან საერთოდ არ ვიქნებით. არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შეეხება ბატონი მამალაძის ინტერვიუს. დანარჩენი, რა მტკიცებულებებია საქმეში, ჩვენ არ გაგვაცნეს გუშინ და არც წარმოდგენა გვაქვს.

იმ ფარგლებში, როდესაც საუბარია, რომ მხოლოდ ტელევიზიაში გასული ერთი ინტერვიუა მტკიცებულება, ჩვენ არც რეალურ საფრთხეს აღვიქვამთ ამ ინტერვიუდან და გვგონია, რომ ეს ინტერვიუ არის ერთგვარი პოლიტიკური თამაშის ნაწილი,” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

კომენტარები

TOP გამოკითხვა ინტერვიუ რეალური საფრთხე 2021-03-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გამოკითხვა ინტერვიუ რეალური საფრთხე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როცა მმართველი გუნდი 3 დღეა საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ელაპარაკება, მეორე მხრიდან ამ დეტალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

შემდეგი სტატია

ზაზა წერეთელი: … ასე რომ ვაქცინაციასთან ერთად, ეს სამკურნალო საშუალებები იძლევა იმედის საფუძველს

მსგავსი სტატიები

სერიალი THE OFFICE ბრუნდება

27 დეკ 2017
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრისთვის ემზადებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრისთვის ემზადებიან

ირაკლი შალიკაშვილი 14 ნოე 2019

Pedigree Analysis: The pedigree analysis is part of the genetic analysis, with the instance hereditary ailments are tracked can

07 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge