NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრეზიდენტს შეუძლია მოირგოს კონსტრუქციულის მანტია და გამოიყენოს შეწყალების ბერკეტი გიორგი რურუასთან მიმართებაში

პრეზიდენტს შეუძლია მოირგოს კონსტრუქციულის მანტია და გამოიყენოს შეწყალების ბერკეტი გიორგი რურუასთან მიმართებაში

16 მარ 2021 პოლიტიკა, სამართალი 605 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის და შეიწყალოს გიორგი რურუა – ამ კითხვაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.

“სალომე ზურაბიშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს არაფერი სარგებლიანი არ გაუკეთებია და ახლა აქვს ამის შესაძლებლობა, კონსტრუქციულობაზე რომ მოუწოდებდა ძალებს ორი კვირის წინ, თავად მოირგოს კონსტრუქციულის მანტია და ცხოვრებაში ერთხელ, თავისი პრეზიდენტობის ვადაში, რაღაც სასარგებლო ამ ქვეყნისთვის გააკეთოს, რადგან მის პერსონალურ უფლებამოსილებაშია შეწყალების საკითხი, სადაც ვერავინ კითხვის ნიშნებს ვერ დასვამს და, რა თქმა უნდა, შეუძლია ეს ბერკეტი გამოიყენოს გიორგი რურუასთან მიმართებაში. კი, ერთხელ გამოიყენა და ეს მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს მისი კეთილი ნება არ იყო, ეს იყო ძალიან დიდი ზეწოლის შედეგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კითხვაზე, გადაიხდის თუ არა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების სხვა პუნქტებში წარმატების შანსი გაჩნდება, თინა ბოკუჩავა პასუხობს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ადამიანებით ვაჭრობა არ შეიძლება.

“ნიკა მელიას რომ გავრილოვის ხარკს გადახდის სურვილი ჰქონოდა, მაშინ გააკეთებდა ამას, ამის სურვილი მას არ აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ანუ, რას გვეუბნებიან, რომ ვაღიაროთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, გავრილოვის ხარკი და გადავიხადოთ ეს ხარკი რატომ – იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ეძიოს სხვა ნორმალური და დემოკრატიული ინსტრუმენტები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

ადამიანებით ვაჭრობას არასოდეს არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს – ატყვევებს ადამიანებს და შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან ვაჭრობს მათი თავისუფლებით, არის მონათა ბაზრის შექმნა ნაცვლად ნორმალური პოლიტიკური პროცესისა. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ამის ნაწილი და ვფიქრობთ, მათი გათავისუფლება არის ის მთავარი საკითხი, რომლის გარეშეც მოლაპარაკების მსვლელობას ვერ ვხედავთ და ამისკენ მოუწოდებენ მათ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული, პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ასეთივე სტატუსი აქვს ოპოზიციის თვალში “მთავარი არხის” ერთ-ერთ მფლობელს, გიორგი რურუას, რომელიც იმავე მოვლენების დროს დააკავეს და იარაღის უკანონო ტარების მუხლით იხდის სასჯელს.

კომენტარები

მოირგოს კონსტრუქციულის მანტია შეწყალების ბერკეტი 2021-03-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მოირგოს კონსტრუქციულის მანტია შეწყალების ბერკეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანა დოლიძის მოძრაობა “ხალხისთვის” პოლიტიკური პარტია ხდება

შემდეგი სტატია

დეზინფორმაციია, თითქოს ეს პუნქტები ფასილიტატორებმა დადეს მაგიდაზე

მსგავსი სტატიები

ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

ნინო ჩხეიძე 08 დეკ 2020
ნამახვანჰესის” დისკრედიტაციაში ჩართული არაკეთილსინდისიერი ადამიანები ემსახურებოდნენ მტრის ინტერესებს

ნამახვანჰესის” დისკრედიტაციაში ჩართული არაკეთილსინდისიერი ადამიანები ემსახურებოდნენ მტრის ინტერესებს

ირაკლი შალიკაშვილი 23 სექ 2021

პრემიერმინისტრმა მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახსნა

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge