NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს

16 მარ 2021 ბიზნესი 698 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

16 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას
განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს – ბიზნესპროდუქტების სერიას
იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს,
რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე
გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების
დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ
ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის ძირითადი ნაწილი სერიის პირველ პროდუქტს-
ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე
წარადგენს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაგრძელდება.
ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია,
რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის ინვოისის საფუძველზე
დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს
დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც
მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა
ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში
შესთავაზა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს
ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი
ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული
ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული
შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი
საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი
არველაძემ.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიოთ ბმულს:
https://bankofgeorgia.zoom.us/webinar/register/WN_C5TuX02uQ0K8QYeSPwILDA

კომენტარები

TOP 2021-03-16
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში

შემდეგი სტატია

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ლექციების სერიას უმასპინძლებს

მსგავსი სტატიები

მსოფლიოს ახალი მილიარდერი ჰყავს

მსოფლიოს ახალი მილიარდერი ჰყავს

ნინო ჩხეიძე 19 ივნ 2021

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა

14 სექ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა  პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

თამუნა 15 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

    რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

    ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge