NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ – რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი

მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ – რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი

16 მარ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 696 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ მოლაპარაკებების პროცესში „გირჩის“ მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, ამბავი გამოვიტანოთ – რომელმა უფრო მეტად გაწირა ამ ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება და ოპოზიცია დაობს თუ ვინ არის უფრო მეტად არაევროპელი და მოლაპარაკებების პროცესში „მიდის გავეშებული საჯარო ლანძღვა-გინება ერთმანეთის პოზიციების პარალელურად“.

„ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, დილით იდება მედიატორებისგან წინადადება, რომელიც გაუმჯობესება არ არის და გაუარესებაა, აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვები, რაში მდგომარეობს ეს გამარჯვება. ჩვენ ვართ ძალიან პროდასავლური ქვეყანა, მოსახლეობის 90%-ს დასავლური მიდრეკილება აქვს და ამის მიხედვით აკეთებს არჩევანს. ამ ქვეყანაში ხელისუფლება და ოპოზიცია დაობს თუ ვინ არის უფრო მეტად არაევროპელი. მოლაპარაკებების პროცესში მიდის გავეშებული საჯარო ლანძღვა-გინება ერთმანეთის პოზიციების პარალელურად. ჩვენი მოვალეობაა დავადგინოთ უფრო მეტადა არავეროპელი რომელია და ვინ რისკავს ამ ქვეყნის ბედით.

„გირჩის“ მთავარი ამოცანა ამ პროცესში მონაწილეობის არის, რომ ამბავი გამოვიტანოთ – რომელმა გაწირა უფრო მეტად ამ ქვეყნის მომავალი. ეს ამბავი რაც შეიძლება მალე უნდა დავადგინოთ, ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ამ მხარეების იძულება, უნდა დაფიქრდნენ მათი ამომრჩევლები, რომ მათმა ლიდერებმა ქვეყნის პროდასავლური მომავალი დააყენეს ეჭვქვეშ. არ ვიცი როგორ უნდა ამოაგდო ადამიანების თავში არსებული ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თუ ხედავ, რომ მათი პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან უფრო არაევროპელები იყვნენ, რაღაც ხომ უნდა მოვიფიქროთ ადამიანებმა, ამათ იმედად ხომ არ დავრჩებით?“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყნის ინტერესებს ამ წუთებში ევროპელები იცავენ და ქართველ პოლიტიკოსებში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ახლა ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძვის.

,,ამხელა თანამდებობის პირები დადიან ქვეყანაში, ამდენი ხანია ადამიანები გავწირეთ ქაოსისთვის და რის გამო? მართლა რა გახდა ახალი არჩევნები? მაშინ როდესაც ვერ ამტკიცებ არჩევნების გაყალბებას, შეგიძლია, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები წამოიღო ამ ქვეყნისთვის. მხოლოდ იმის გამო, რომ შენ პარლამენტში ისე ვერ მოხვდი, როგორც გინდოდა, აკეთებ ამ ყველაფერს და სინამდვილეში ფეხებზე გკიდია ქვეყნის ინტერესები. მეორე მხარესაც, მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ასევე ფეხებზე გკიდია ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ წუთებში ევროპელები იცავენ და ქართველ პოლიტიკოსებში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ახლა ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძვის. ყველა საკუთარი ინტერესებით გამოდის – ერთს უნდა მეორეს დამარცხება მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

ქვეყნის ინტერესები ყველა საკუთარი ინტერესებით გამოდის 2021-03-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ქვეყნის ინტერესები ყველა საკუთარი ინტერესებით გამოდის
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

13 დეკ 2018
სხვადასხვა სამუშაოს გამო, 29 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 29 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ირაკლი შალიკაშვილი 28 აპრ 2021
“როგორც წესი, კონფიდენციალური საუბრების გახმოვანება პოლიტიკაში არ ხდება”

“როგორც წესი, კონფიდენციალური საუბრების გახმოვანება პოლიტიკაში არ ხდება”

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge