NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მისი გამხელა

პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მისი გამხელა

11 მარ 2021 ახალი ამბები, საინტერესო 756 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ ეთერში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. თემაზე უკვე არაერთი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურის წერილი არის მცდელობა, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტები დააშინონ და მათზე ზეწოლა მოახდინონ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება წყაროს გამხელა მოითხოვოს.

“მკაფიო წინააღმდეგობაშია კი არა, მკაფიო დარღვევით არის ჩვენი კანონმდებლობით გადადგმული ის ნაბიჯი, რაც ახლა პროკურატურის შუამდგომლობით ახლა სასამართლომ მიიღო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც წერია ძალიან მკაფიო ერთი მთავარი მუხლი – პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური წყაროს გამხელის ვალდებულება,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაკითხვაზე ის პირები დაიბაროს, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ, მათ გადაწყვიტეს, რომ ტელეკომპანია “ტვ პირველზე” შტურმი მიიტანონ.

“იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ დაკითხვაზე დაიბაროს ყველა ის ფიგურანტი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა, სადაც აშკარად გამოიხატება შესაძლო დანაშაული, ამის მაგივრად გადაწყვიტეს, რომ “ტვ პირველზე” მიიტანონ შტურმი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ,” – განაცხადა ზაალ უდუამაშვილმა.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნება” ინფორმაციის წყაროს დადგენას ცდილობს.

“რა უნდა “ქართულ ოცნებას”? დაადგინოს წყარო. ეს არის მათი მთავარი მიზანი, რაც მე ვფიქრობ, რომ მეორე მხრივ ვალდებულება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს, რომ დაიცვას წყარო და აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მსგავსი მოქმედებები. მათ რომ უბრალოდ ნდომებოდათ ჩანაწერები, აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცეოდნენ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით პროფესიული საიდუმლო 2021-03-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით პროფესიული საიდუმლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნაბიჯი, რომელიც პროკურატურამ და სასამართლომ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით გადადგა, არის თავიდან ბოლომდე უკანონო

შემდეგი სტატია

გიორგი მშვენიერაძე: განჩინების გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით ვეცდებით

მსგავსი სტატიები

გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და გათავისუფლდა

გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და გათავისუფლდა

18 იან 2018
„ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით“

„ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით“

09 აგვ 2018
თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge