NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნოდარ მელაძე: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს უკვე წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა

ნოდარ მელაძე: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს უკვე წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა

11 მარ 2021 საზოგადოება 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“პროკურატურას ჩვენთან მიმართვა არ ჰქონია, პირდაპირ წავიდა სასამართლოში” – განაცხადა ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

ამის შესახებ ნოდარ მოლაძემ მთავარის ეთერში ისაუბრა.

ნოდარ მელაძის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ითვალისწინებს, რაიმე მასალის მიღების მიზნით, მედიისთვის წერილობით მიმართვას და შემდგომ გონივრულ ვადაში მოცემული მასალების მიღებას. ამ შემთხვევაში კი პროკურატურა მიმართის გარეშე წავიდა სასამართლოში.

“პროკურატურას ჩვენთან მიმართვა არ ჰქონია, პირდაპირ წავიდა სასამართლოში და მოსამართლეს ამოაწერინა განჩინება, მომეცით უფლება ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეო. და თან შუამდგომლობაში ვექილიანმა პროკურორმა ჩაწერა, რომ კონვერტი მჭირდებაო, საიდან მოიტანეს, საერთოდ, რა კონვერტს ეძებენ და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელიო” – ამბობს ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძის თქმით,  ხელისუფლების ინტერესს არ წარმოადგენს  გასულ სიუჟეტში ასახული მძიმე დანაშაულის სავარაუდო მტკიცებულებები, არამედ მათ სურთ დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მედიას მასალა მიაწოდა.

“გუშინ საღამოს ჩვენ ფოსტით მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშრებით, რომ მათ აქვთ მოსამართლისგან განჩინება, რომლითაც ისინი ითხოვენ კონვერტს, ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც ჩაწერილი იყო ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოყენებული აუდიო ფაილები, ანუ ამ წერილით დგინდება, რომ მათ ინტერესს არ წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძიება, აქ მოყვანილი მძიმე დანაშაულის სავარაუდო მტკიცებულებები, არამედ მათ ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ როგორმე დაადგინონ იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მედიას მიაწოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს უკვე წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, ჟურნალისტების დასაშინლებლად მათი კომპიუტერებიდან მასალების ამოღება, რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ფიზიკურად ოპერირება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან შტურმის და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით”, განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტური გამოძიების პარალიზების მცდელობა წარუმატებელი იქნება და  შაბათის ეთერში მაინც გავა გამოძიება  ირაკლი ღარიბაშვილის კავშირების შესახებ:

“შაბათს, მაგალითად, ძალიან მნიშვენლოვანი გამოძიება იქნება, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ეხება მის გადამალულ ბიზნეს ინტერესებს და მის კავშირს ე.წ ზონდერ დაჯგუფებებთან. ამის შესახებ გადაცემა ეთერში გავა. ეს არის ჩვენი ჟურნალისტის მოვალეობა, რომ ჟურნალისტი ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც არადემოკრატიული გზით მიდის, უნდა გახდეს შემაკავებელი ფაქტორი, იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში ან საბოლოოდ არ მოხდეს კანონიდან გადასვლა. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და რატომ არ გვაძლევენ ამის უფლებას?” -დასძინა ნოდარ მელაძემ.

კომენტარები

ნოდარ მელაძე პროკურატურა ტელევიზია 2021-03-11
ნინო ჩხეიძე
Tags ნოდარ მელაძე პროკურატურა ტელევიზია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან

შემდეგი სტატია

Custom Research Paper – Why Is It Unique?

მსგავსი სტატიები

გახარიამ იმით, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი – ის არის „ქართული ოცნების” გაგრძელება

გახარიამ იმით, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი – ის არის „ქართული ოცნების” გაგრძელება

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივნ 2021
სასამართლო გადაწყვეტილება – ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

სასამართლო გადაწყვეტილება – ჯეკ შეფარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019
არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

ირაკლი შალიკაშვილი 14 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge