NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიცია კრიზისის განმუხტვაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას მიესალმება და კომპრომისს ხელისუფლებისგან ელის

ოპოზიცია კრიზისის განმუხტვაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას მიესალმება და კომპრომისს ხელისუფლებისგან ელის

10 მარ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 764 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპელი პარტნიორები პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ისინი ფიქრობენ, რომ დაძაბული ვითარების გამო, მოქალაქეები კარგავენ ნდობას არამხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების, არამედ მთავრობისა და ოპოზიციის მიმართაც. ეს არ უკვირს ოპოზიციას, რომელიც მიესალმება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას კრიზისის განსამუხტად. გუშინ გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს განცხადებები, რომელიც ოპოზიციას მიანიშნებს ქვეყნის პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები გაკეთდა. კრიზისიდან გამოსასვლელად კი მთავარი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას:

“ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ოპოზიციას არ ხელეწიფება მაგალითად პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ოპოზიციას არ აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა, ვგულისხმობ არჩევნებთან მიმართებაში, შესაბამისად, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დიალოგი იყოს წარმატებული,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლელა ქებურიას შეფასებით, ევროპარლამენტარების განცხადებებში გამოჩნდა, რომ ისინიც კრიზისიდან გამოსასვლელ ერთადერთ გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ. ლელა ქებურია იმედოვნებს რომ ევროპის მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“ევროპელი პარტნიორების მონაწილეობა იზრდება და ის არ შესუსტდება, როგორც ამას “ქართული ოცნება” იმედოვნებს,” – განაცხადა ლელა ქებურიამ.

“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები ცხადად ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან მომავალ საფრთხეს. მისი თქმით, სერიოზული პარტნიორის იმიჯის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი რეფორმები და ცვლილებები განხორციელდეს:

“აუცილებელია, რომ იმისათვის რომ საქართველომ თავისი ამბიციური ასოცირების პროგრამა განახორციელოს, შესრულდეს მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმები. ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და სისტემა გადაიტვირთოს ადეკვატურად იმისათვის რომ საქართველო აღიქმებოდეს როგორც სერიოზული პარტნიორი,” – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელ საშუალებად საქართველოს პარტნიორთა უმრავლესობას ახალი არჩევნები მიაჩნიათ და ამასთანავე ხაზს უსვამენ დიალოგის უალტერნატივობას. იმ შემთხვევაში თუ დიალოგი ვერ შედგება, პაატა  მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდოს:

“ჩვენც ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და კიდევ უფრო მეტიც, თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, პირადად “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით დიდხანს ამ ლოდინში, თუ არჩევნები გაუქმებულია, ჩვენ იძულებულები გავხდებით, მოვუწოდოთ საზოგადოებას ფიზიკურად ჩაერთონ წინააღმდეგობის მოძრაობაში,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კრიზისი შეთანხმება 2021-03-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კრიზისი შეთანხმება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი ბურჯანაძე: ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა! …

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის

მსგავსი სტატიები

ზურაბ ჯაფარიძე: დაუმარცხებელი არავინაა

ზურაბ ჯაფარიძე: დაუმარცხებელი არავინაა

ნინო ჩხეიძე 18 ივნ 2022
პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს პარასკევს მოუსმენს

პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს პარასკევს მოუსმენს

16 მაი 2018
ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ოპოზიციის აზრით, ივანიშვილი ჩქარობს, შეცვალოს “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა

ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ოპოზიციის აზრით, ივანიშვილი ჩქარობს, შეცვალოს “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge