NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ალუდა ღუდუშაური: თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს

ალუდა ღუდუშაური: თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს

10 მარ 2021 საზოგადოება 442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მუსიკოს ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი ფაბრიკაციაა, რასაც გამოძიება დაადგენს.

„ბერა ივანიშვილმა თქვა ის, რაზეც თქვენც და მეც იგივეს ვიტყოდით. ადამიანმა თქვა, რომ თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოვითხოვო. გეკითხებით, თქვენ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, პასუხს არ მოითხოვთ? მარტივი ტესტი შემიძლია შემოგთავაზოთ. მაგალითად, ის ადამიანები გამოვიდნენ, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და საჯაროდ თქვან, რომ ამაზე პასუხს არ მოითხოვენ. მე, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, მაქვს თმენის ვალდებულება, ბერა ივანიშვილისგან განსხვავებით. კიდევ გეუბნებით, მიუხედავად ამისა, თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს. გეუბნებით, თქვენც პასუხს მოითხოვთ“, – განუცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„არსებობს ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია, რაც განაცხადა უკვე ბერა ივანიშვილმაც. ეს საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია. იმ პერიოდში, როდესაც ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ღარიბაშვილი ფონდ „ქართუს“ გენერალური დირექტორი და ორ კერძო სუბიექტს შორის მოხდა ფარული აუდიოჩანაწერი და უკანონო მიყურადება, მითუმეტეს ფაბრიკაცია, თქვენ ან ვინმე ფიქრობთ, რომ ამაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს?“, – მიმართა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, ბერა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ჩანაწერის შინაარსი „ლაკუნურად და ამომწურავად განმარტა“.

„ჩვენი ოპონენტები ითხოვდნენ, გამოძიება რატომ არ იწყებაო და ის დაიწყო. გამოძიება იქნება ობიექტური და დაადგენს ყველაფერს, რაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს. ფარული აუდიოჩანაწერები, „მოდელირებული ქრონიკები“, ეს ხომ ძნელი ამოსაცნობი არ არის, ვისი ხელწერაა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი – თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

კომენტარები

ალუდა ღუდუშაური ბერა 2021-03-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ალუდა ღუდუშაური ბერა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით სერგეენკო: ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა დააფიქსირა, რომ თუ მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას – არ მგონია, ამაში რამე განსაკუთრებული იყოს

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: თბილისში 27 ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა ჰქონდა, დღეს ბინები გადაეცემა

მსგავსი სტატიები

ზურაბ ჯაფარიძე: …ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირისა და აშშ-ს გადაგდებისთვის

ზურაბ ჯაფარიძე: …ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირისა და აშშ-ს გადაგდებისთვის

ნინო ჩხეიძე 19 ივლ 2021

სოფელ ლამბალოში17 წლის გოგო სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა

სოსო ელისაშვილი 13 ოქტ 2018
 ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

 ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

სოსო ელისაშვილი 24 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge