NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი: ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის

გია ხუხაშვილი: ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის

10 მარ 2021 პოლიტიკა, სამართალი 1304 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია – გულდასაწყვეტია, გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით“ – დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის “გაპრავება” გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სჯობდა ბერა ივანიშვილს კომენტარი არ გაეკეთებინა, რადგან ის ემოციებით საუბრობდა.

„სამწუხაროა, ჯობდა რომ კომენტარი არ გაეკეთებინა იმიტომ, რომ ის საუბრობდა ემოციებით და ვინც ურჩია, რომ ასეთი ემოციებით ესაუბრა, კი ბატონო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ემოციები მისაღები იყოს და ვიღაცისთვის მიუღებელი, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ რისკებზე, ის არგუმენტაცია, რაც იყო მოყვანილი, ამ სახელმწიფოებრივი გაგებით რბილად, რომ ვთქვათ არ არის მისაღები. გულდასაწყვეტია, მე რაც მოვისმინე გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით – დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის „გაპრავება“ გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის. იმიტომ, რომ შენ როდესაც მიდიხარ ასეთ გარჩევაზე იქ კი ბატონო, შეიძლება მშვიდობიანად დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ცუდად დამთავრდეს. არც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ, ჭკუის სწავლება უნდოდათ და შემოაკვდათ, ბოდიში რომ მოეხადა გირგვლიანს და თავი წაეხარა ისიც ცოცხალი იქნებოდა დღეს. ანუ რა ლოგიკას ავითარებენ?! რა მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა?! ის ხელისუფლებაც ამ ლოგიკით იყო, რომ – „შეაგინებდა აბა რა უნდა ექნა, გელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილის მეუღლეს და აბა რა უნდა ექნა“, იგივე ლოგიკაში გვსვამენ? გირგვლიანი იყო ჩვენი ბრძოლის დროშაზე აწეული, რომ ეს იყო კატეგორიულად მიუღებელი და თურმე ამ ლოგიკას გვიბრუნებენ ჩვენს სინამდვილეში?! მე ბერასთან არ მაქვს ამ შემთხვევაში პრეტენზია, მე პრეტენზია მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბერას შეუქმნეს ასეთი გარემო და ჩაჰყვირიან ყურში – „ბერა აბა რა, ყველაფერი მოსულა ბერა, აბა რა“. სამწუხაროა ეს ყველაფერი მეტი არაფერი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

"გაპარსვა" ემოციები მიყურადება 2021-03-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags "გაპარსვა" ემოციები მიყურადება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიცია კრიზისის განმუხტვაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას მიესალმება და კომპრომისს ხელისუფლებისგან ელის

შემდეგი სტატია

თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს

მსგავსი სტატიები

“იგეგმება, რომ პროვოკაციებმა მძიმე სახე მიიღოს”

“იგეგმება, რომ პროვოკაციებმა მძიმე სახე მიიღოს”

ირაკლი შალიკაშვილი 31 აგვ 2021
ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

ეს კანონი დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე – არასამთავრობოები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტზე

News 18 მარ 2019

ახლობლების ვერსიით, ლომარ ნიგურიანი შვილს გადაეფარა

26 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge