NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება – არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი

ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება – არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი

08 მარ 2021 პოლიტიკა 249 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, არსებობდეს გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო მონაწილეობით გავრცელებულ ჩანაწერში იკვეთება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ გამოძიება იწყება მაშინ, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს.

“ალბათ, ეს კითხვა ჩემთან არ არის. ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელება, შესაძლოა, მოლაპარაკების ჩაშლას ისახავდეს მიზნად.

“ჩვენგან სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ შევძლოთ და ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებასთან მიმართებაში და მოქმედებდნენ დესტრუქციულად, მათ შორის, მოლაპარაკებებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, სხვაგვარად, მე ვფიქრობ მოლაპარაკება გართულდება.

როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც, იმ საშუალებით რასაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში,”- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

2021-03-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების შემდეგ გამოძიება დაიწყებოდა, პრემიერი გადადგებოდა, მოლაპარაკებებში კი სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა

მსგავსი სტატიები

არც ერთ ხელმოცარულ პოლიტიკოსს არ მივცემთ რადიკალური პროცესების მართვის საშუალებას

ირაკლი შალიკაშვილი 18 დეკ 2020
არჩილ კაიკაციშვილი: პრეზიდენტს არასწორად მიჰყავს სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი

არჩილ კაიკაციშვილი: პრეზიდენტს არასწორად მიჰყავს სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი

15 აგვ 2018
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2020

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge