NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – ჩემები

ლილი ფოფხაძე – ჩემები

08 მარ 2021 კულტურა 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემები

”ქალთა სამეფო” – ასე შევარქვი ჩვენს ერთობას და ოჯახის ერთადერთი მამაკაცი – ჩემი შვილიშვილი ლუკა ამ სამეფოს უფლისწულად გამოვაცხადე. ბებო, დედა და დეიდა თვალებში შევციცინებთ, ვეთაყვანებით ტახტის მემკვიდრესავით, მაგრამ იგი ტახტზე წამოსკუპებას მაინც სკამზე ჯდომას ამჯობინებს. ასე ურჩევნია. სწავლობს და მუშაობს თავდაუზოგავად. ერთ წელიწადში კოლეჯსაც დაამთავრებს. უყვარს სპორტი, პოლიტიკა და გოგოები. სიყვარული ჯერ არ სწვევია. ხანმოკლე შეხვედრებითაც კმაყოფილია. ერთი წავა და სხვა მოვაო, ინუგეშებს თავს.

მეორე შვილიშვილი – ტურფა მარიამი გათხოვილია. კაი ყმას უმშვენებს მხარს. სამი წელია უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთ- ერთ სამთავრებო ორგანიზაციაში მუშაობს. ჭკვიანი გოგოა – გულისხმიერი და ხალისიანი, მასთან ვერ მოიწყენ. ამიტომაც შევარქვი ჩემი შემოდგომის გაზაფხული.

ძნელია უცხოეთში ცხოვრება, თავისი სირთულეები ახლავს და საბედნიეროდ, ჩემმა შვილიშვილებმა ეს გზა მშვიდობიანად გაიარეს. ალბათ იმიტომ, რომ დედები ედგათ თავზე. თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ სწავლა არ დაიზარეს და მუშაობას არ აერიდნენ. აქ სხვა გზა არც არსებობს, ცხოვრების რიტმი ისეთი სწრაფია, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, თუ არ იმარჯვე, გულგრილად მოგისვრის სანაგვეზე, დაღუპული ხარ. ლუკა და მარიამი იშვიათად იგონებენ იმ მძიმე წლებს, ქრონიკული უწყლობა და უშუქობა რომ გვჭირდა. სხვა გაჭირვებას არ ვაგრძნობინებდით და კიდევ კარგი, არც ახსოვთ, რა საჭიროა. მეც სხვა ამბებს გავიხსენებ, იქნებ უფრო ხალისიანსაც…

ძალიან ხიფათიანი ბავშვები იყვნენ. ერთხელ, ორი წლის ლუკა ცივ ოთახში იატაკზე იჯდა და ხელი ჩავჭიდე, ავაყენებ- მეთქი, უცებ ისე შეჰკივლა, გული გადამიტრიალდა. ვერ მივხვდი, თურმე მკლავი ამოუვარდა. სასწრაფოდ გავაქანეთ ტრავმატოლოგიურში და მადლობა ღმერთს, წამში ჩაუსვეს. მას შემდეგ სულ ვფრთხილობდით, მაგრამ სხვების გაფრთხილება გვავიწყდებოდა და ისე ხშირად დავრბოდით ექიმთან, აკივლებული ბავშვით ხელში, რომ საავადმყოფოში ყველანი გვცნობდნენ და ჩვენს დანახვაზე ეღიმებოდათ. წამოიზარდა თუ არა ჩვენი ბიჭი, ველოსიპედი აჩუქეს, უკვე დიდია და ტარება უნდა ისწავლოსო. ეჰ, ისწავლა და მერე როგორ! პირველსავე დღეს რაღაცას წამოედო, გადმოვარდა და ცხვირპირით დაასკდა მიწას. ერთი კვირა დაბინტული დადიოდა. მარიამს სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. ცხოველებზე გიჟდებოდა. ყოველ შაბათ- კვირას გვევედრებოდა, ზოოპარკში წამიყვანეთ, ვეფხვიანი ვირი მომენატრაო ( ზებრას გულისხმობდა). ჰოდა, წაიყვანეს. ბაბუამისს ზოოპარკის შესასვლელთან მეგობარი შეხვდა, გაუჩერდა, მოიკითხა. მარიამი კი თვალის დახამხამებაში მაიმუნებთან გაჩნდა, ჯებირზე გადაცოცდა და, როგორც თავად ყვებოდა, ხელი შეჰყო გალიაში კატუშას მოსაფერებლად. დიახ, კატუშა ერქვა იმ მაიმუნს, მკლავზე რომ ჩააფრინდა და გალიაში შეთრევას უპირებდა. ატყდა ერთი წივილ- კივილი.ვიღაც კაცები მოცვივდნენ, თავში ურტყეს “აგრესორს ” და, როგორც იქნა, ხელიდან გამოგლიჯეს დასისხლიანებული მარიამი… ახალი წლის ღამეა. ლუკა, მარიამი და მათი განუყრელი მეგობარი, 4 წლის სალომე ნაძვის ხესთან ფუსფუსებენ და თან კარებისკენ უჭირავთ თვალი – თოვლის ბაბუას ელოდებიან. ამ საპატიო მისიის შესრულება კი კარის მეზობელმა ნინუცამ იკისრა. ბავშვები გამოვპრანჭეთ, საზეიმო განწყობისათვის მხიარული მუსიკა ჩავურთეთ. სუფრა გავშალეთ და ზარიც დაირეკა. კარი რომ გავაღე, გავშტერდი – ჩემ წინ წარმოსადეგი მოხუცი იდგა, თეთრი წვერით და წარბებით, თეთრი ხუჭუჭა ქურთუკი ეცვა და დიდი ბოხოხი ეხურა. სხვაგან რომ მენახე, ვერ გიცნობდი- მეთქი, ჩავჩურჩულე და სახლში შევიპატიჟე. ეკამ მუსიკას აუწია, თამუნამ ნაძვის ხესთან ჩაამწკრივა ბავშვები და გაცნობის “ცერემონიალიც” დაიწყო. თუმცა პატარები ხმას არ იღებდნენ, აშკარად დაძაბულები ჩანდნენ. ჩვენც შევცბით, რადგან თოვლის ბაბუას ერთობ ბოხი ხმა აღმოაჩნდა და ისე დასჭექა, გამარჯობა ბავშვებოო., რომ თავზარი დაგვეცა. მუსიკა გამოვთიშეთ და ლამაზად შეფუთული საჩუქრების ჩამორიგება დაიწყო. ამ დროს სლუკუნი შემოგვესმა. ეს ლუკა იყო. შეშინებულს ნიკაპი უკანკალებდა, ეტყობა ტირილს იკავებდა, მაგრამ უცებ მოაღო პირი და აღრიალდა. სტუმარი გოგოც მაშინვე აჰყვა, აცრემლებულმა შემოგვჩივლა, ფისი გამეპარაო, და სველ იატაკზე ფეხები აატყაპუნა… მხოლოდ მარიამი არ იტეხდა იხტიბარს, თვალებს ეშმაკურად აცეცებდა და გულიანად ხითხითებდა. ამან თოვლის ბაბუა დააეჭვა, ბავშვებმა მიცნესო, და მეტი დამაჯერებლობისათვის მაგიდას მიუჯდა, ჯიბიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო და ქვითრების გამოწერა დაიწყო, ფული უნდა გადამიხადოთო. ვიდრე სტუმარ გოგონას მივხედავდით და იატაკს მოვასუფთავებდით, მარიამი მიეპარა თოვლის ბაბუას და ბოხოხი მოსტაცა.. . ნინუცას სახეზე ოქროსფერი დალალები ჩამოეშალა, გახარებული ბავშვები მიცვივდნენ და კისერზე ჩამოეკიდნენ… .
მოგონებებმა სუყველანი გაგვახალისა. იცით რა, განაცხადა თამუნამ, – ხომ ბევრი ვიწვალეთ, ვიჯახირეთ, მაგრამ მე მაინც ის დრო მირჩევნია, ახალგაზრდები რომ ვიყავით…აბა რა, – დაეთანხმა ეკა, – ვინა თქვა, შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო, ერთი შეხედე, რას დავემგვანეთ… ღმერთო ჩემო, როგორ დავბერდით…

მწარედ გამეცინა, რა შორს არიან სიბერისგან, როგორ ცდებიან- მეთქი… თუმცა რა მოხდა, ასეც რომ იყოს, დედა ვერ ხედავს შვილის ნაოჭებს… ლუკას გავხედე, იჯდა წყნარად აივანზე ჩვენი უფლისწული და ოცნებებში ჩაძირული ლურჯთვალა გოგოს ეფერებოდა…

კომენტარები

2021-03-08
ნინო ჩხეიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

შემდეგი სტატია

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მსგავსი სტატიები

დღეს ჟანრი ლოლაშვილს 78 წელი შეუსრულდა

დღეს ჟანრი ლოლაშვილს 78 წელი შეუსრულდა

ნინო ჩხეიძე 22 აპრ 2020
“დიდებული საუკუნის” ვარსკვლავი მერიემ უზერლი მეორე შვილს ელოდება (ფოტოები)

“დიდებული საუკუნის” ვარსკვლავი მერიემ უზერლი მეორე შვილს ელოდება (ფოტოები)

ნინო ჩხეიძე 05 იან 2021
“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge