NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

07 მარ 2021 კულტურა 238 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.

ბავშვობაში ნატკენი

1937 – 38 წლების ჯოჯოხეთგამოვლილი ბავშვები მავნებელთა შვილებად მოგვნათლეს. ერთხანს ჩვენზე იმით იყრიდნენ ჯავრს, რომ პიონერთა და კომკავშირელთა რიგებში არ გვღებულობდნენ. მოგვიანებით მობეზრდათ და თავი დაგვანებეს. ერთი კია, მთავარ ამბავში ვერ გვჩაგრავდნენ – სხვაგან და ჩვენს კლასშიაც ყველა გადასახლებული  ან  დახვრეტილი მამის შვილი უმეტესად ფრიადოსანი იყო. ბევრმა ოქროს მედალზეც დაამთავრა, მათ შორის მეც. უბედურება ის იყო, რომ უმამოდ ან უდედმამოდ დარჩენილ  ბავშვებს იოლად არ “გვივიწყებდნენ.” დრო და დრო დაგვხედავდნენ ხოლმე ზემდგომნი . არ ვიცი სხვებთან რა ხდებოდა, მე მაშინ პატარა ვიყავი, ბაღში დავდიოდი, მაგრამ ჩვენთან წელიწადში ერთი – ორჯერ მაინც  შემოკუნტრუშდებოდნენ კგბ- ს ყოჩაღი ბიჭები. დარეკავდნენ ზარს და კოსტუმებში და ან პლაშ – პალტოში გაკვეხებულები  მკაცრი სახითა და საქმიანი ნაბიჯებით შემოალაჯებდნენ ოჯახში. მე და ბებოს შუშაბანდში მიგვაბრძანებდნენ და ნერვიულობისგან რეტდასხმულ დედაჩემს დასაკითხად ოთახში დაიმარტოხელებდნენ  ხოლმე. რა გვარი ხართ, რამდენი წლის, სად მუშაობთ … ისმოდა ოთახიდან დანჯღრეული კარის წყალობით, მაგრამ ბებია მაინც ვერ ისვენებდა და ეს ამხელა წარმოსადეგი ქალი ჩაიჩოქებდა და ღრიჭოში იჭყიტებოდა… თუმცა აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა ჩვენ თავს, მეც მაშინვე გვერდზე მივუწვებოდი და რატომღაც მხარზე ვადებდი თავს… დღესაც გული მეკუმშება იმ ნაძირალების გახსენებაზე. დღესაც მიკვირს, სულ ნაცრისფერი ტანსაცმლით რატომ დადიოდნენ…ტანსაცმელზე გამახსენდა, იმ დროს ხალხს ძალიან უჭირდა. თითქმის ყველას შემორჩენილი ძველმანები ეცვა. გაქუცულ პალტოს შიდა პირზე გადმოაბრუნებდნენ და ხელახლა კერავდნენ. ბავშვებსაც თითო – ორი ხელი ტანსაცმლით გაგვქონდა თავი. მახსოვს, ჩვენი მათემატიკის მასწავლებელს საბნის ოდენა შალი ჰქონდა მოხურული და ზამთრობით სკოლაში იმითი დადიოდა. ეჰ, ისეთი ბრწყინვალე პედაგოგი იყო, კარგახანს არ გაუშვეს პენსიაზე.       

პალტო დამიძველდა. მეექვსე კლასში ვარ. დედამ და ჩემმა მამობილმა გამოსავალს მიაგნეს და იმ ნაჭრით, რომლითაც ჩემ პოლკოვნიკ მამობილს ახალი მუნდირი უნდა შეეკერა, პალტო შემიკერეს. კარგი  გამოვიდა, მაგრამ ამ პალტოს ” წარმომავლობა”  არ მასვენებდა და გულს მიღრღნიდა. ვის არ ათქმევინა დედაჩემმა, რა მშვენიერი ხარ, ლილიკო, როგორ გიხდებაო… მაგრამ უშედეგოდ, თვალი ისევ ძველი პალტოსკენ გამირბოდა და ახალს რომ მაცმევდნენ, მოწყენილი ვიყავი. სკოლიდან დედასთან, სამსახურში, უნდა მივსულიყავი და ერთად წავიდოდით შინ. მე კი ახალი სადარდებელი შემემატა, შავ დღეში  აღმოვჩნდი  –  ეზო, რომელიც უნდა გამევლო, იქვე წამოჭიმული ლამაზი  სახლის მობინადრეთა შვილებით იყო სავსე – ეს ყველაფრით უზრუნველყოფილი, გამოპრანჭული გოგო- ბიჭები სულ ვიღაცის დაცინვაში იყვნენ და ხარხარებდნენ. მეც ყოველთვის გავურბოდი, ვერიდებოდი მათ. ახლა რა უნდა მექნა? “მუნდირში”  გამოწყობილს რომ დამინახავდნენ, რა ხეირს დამაყრიდნენ? ჰოდა, პირველსავე დღეს ორი საათი ვიდექი ეზოს ჭიშკართან და შესვლას ვერ ვბედავდი. დავიღალე, ცრემლებს ვყლაპავდი და შეშინებული დედაჩემის დანახვაზე ღრიალი მოვრთე…            

ხადახან ვფიქრობ, რად ვიხსენებ ასეთ წვრილმანებს, მაგრამ  რა ვქნა… ” არ მასვენებენ ნაფეხურები, რომლებსაც ტალღა ქაფიანი კუზით ჩარეცხავს…”

კომენტარები

ლილი ფოფხაძე 2021-03-07
ნინო ჩხეიძე
Tags ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

შემდეგი სტატია

“მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

მსგავსი სტატიები

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

27 აგვ 2018
საანგეტო: ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრი ხარვეზებით შენდება

საანგეტო: ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრი ხარვეზებით შენდება

30 ივლ 2018
ბორის აკუნინი: რუსეთი მოდაში აღარ არის

ბორის აკუნინი: რუსეთი მოდაში აღარ არის

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2019

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge