NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

06 მარ 2021 ჯანმრთელობა 228 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიმდინარე კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 20 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა ჩაიტანეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

„კოვაქსისთვის“ ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა „კოვაქსმა“ ვაქცინები ჩაიტანა ანგოლაში, კამბოჯაში, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამბიაში, ინდოეთში, კენიაში, ლესოთოში, მალავიში, მალიში, მოლდოვაში, ნიგერიაში, ფილიპინებში, კორეის რესპუბლიკაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანსა და უგანდაში. საერთო ჯამში, „კოვაქსმა“ 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა ჩაიტანა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას მიაწვდის და ამით ქვეყნების საერთო რაოდენობა 51-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს იმედის მომცემი პროგრესია, მაგრამ განაწილებული დოზების მოცულობა მაინც შედარებით მცირეა.

„ვაქცინების გამოყოფის პირველი რაუნდი მოიცავს იმ ქვეყნების მოსახლეობის 2-3 პროცენტს, რომლებიც ვაქცინებს „კოვაქსის“ საშუალებით იღებენ. ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი „კოვაქსის“ ამბიციის გაზრდაა, რათა ყველა ქვეყანას პანდემიის დასრულებაში დავეხმაროთ. ეს ნიშნავს გადაუდებელი ზომების მიღებას წარმოების გასაზრდელად“, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

TOP კოვაქსი ტედროს ადჰანო გებრეისუსი 2021-03-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კოვაქსი ტედროს ადჰანო გებრეისუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

მსგავსი სტატიები

კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 20 ოქტ 2020
“როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ …”

“როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ …”

ნინო ჩხეიძე 17 ნოე 2020
ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2021

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge