NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

05 მარ 2021 პოლიტიკა 642 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალური სამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ოჯახის წევრთა მისამართები და საანკეტო მონაცემები ინტერნეტში ღიად არ უნდა იყოს განთავსებული.

დეპუტატმა ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

კახა კახიშვილის თქმით, მაშინ, როცა ბოლო პერიოდში სახეზეა  სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ აშკარა დევნა, მსგავსი სახის ინფორმაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობა ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

“ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ფაქტობრივ დევნას. ამ დროს, მათი დეკლარაციები ღია სივრცეშია განთავსებული და ფაქტობრივად გაშიფრულია საცხოვრებელი ადგილები, ავტომობილების,  ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, მისამართები, როგორ დადიან, საიდან სად მიდიან და ა.შ“, – განაცხადა დეპუტატმა.

კახა კახიშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლის ველზე პირველ ფლანგზე დგანან, მეორე მხრივ კი, მათსა და მათი ოჯახის წევრებზე მთელი ინფორმაცია ღიად მოიპოვება.

“შესაძლებელია კიდეც, დარტყმის ობიექტი გახდეს რომელიმე პოლიციელი ან სპეცსამსახურის თანამშრომელი. ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დეკლარაცია შეიძლება, განათავსო ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამავდროულად, სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში მათი მისამართები იყოს დაშიფრული. პირობითად, რა ქონებას ფლობს პოლიციელი X, ეს არის, მაგრამ X-ის, მისი მეუღლის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ, ეს ყველაფერი იქნება დაშტრიხული. თუ ვინმე დაინტერსებული მხარეა, მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოითხოვოს და დეტალურად შეისწავლოს. ამაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ღია სივრცეში სპეცსამსახურის თანამშრომლების, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლების, ოპერატიული თანამშრომლების საანკეტო მონაცემები, მათი სანათესაო წრის გაშიფვრა, ვფიქრობ, ძალიან არასწორია და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, უმჯობესია, ამაზე მუშაობა პრევენციულად წარიმართოს არასამთავრობო სექტორთან და პარლამენტთან ერთად, ვიდრე რაიმე მოხდეს და შემდეგ დაიწყოს საკითხზე ფიქრი.

კომენტარები

ინფორმაცია სპეცსამსახურები 2021-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ინფორმაცია სპეცსამსახურები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

შემდეგი სტატია

პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

მსგავსი სტატიები

ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2021
არ აპატიეს სახელმწიფო ინსპექტორს, რომ დაეწყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

არ აპატიეს სახელმწიფო ინსპექტორს, რომ დაეწყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 30 დეკ 2021
ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება

ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

    “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

    ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge