NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

05 მარ 2021 პოლიტიკა 263 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ჩიხში შესული ოპოზიცია – ახალი მოცემულობა პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრებს უკავშირდება. საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევის რისკები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მოთხოვნების ტონი უნდა გამკაცრდეს და ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს. სხვა პარტიები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ელოდებიან, რას გადაწყვეტს “ნაციონალური მოძრაობა” – გავა თუ არა პარტია ერთიანობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რჩევის გათვალისწინებით.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პლებისციტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავის დროს პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გადახედვაც პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით, ეს დღის წესრიგში არ დგას:

“როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მედიაციის პროცესი ჩაიშალოს და არ შედგეს, ოპოზიციამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმისათვის, რომ არ მისცეს საბაბი “ქართულ ოცნებას”, რომ ჩვენ დაგვაბრალოს ამ პროცესის ჩაშლა. დღეს ვერ ვხედავ აზრს რომ დააფიქსირო რაიმე გადაწყვეტილების გამორიცხვა, ვერ ვხედავ ამას პროცესისთვის რა მოაქვს. პლებისციტის საკითხს რაც შეეხება, ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თუ ამის გადახედვა მოხდება უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით, ამიტომ ეს დღის წესრიგში არ დგას,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად ქვლივიძე ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებაა, პლებისციტს კი რიგგარეშე არჩევნებამდე მიღწევის ერთ-ერთ გზად განიხილავენ კვლავაც:

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გვაქვს სრულიად განსხვავებული რეალობა, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში უკანონო პატიმარი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია იყოს გამოშვებული, რაც შეიძლება სწრაფად და მისი მონაწილეობით გაგრძელდება განხილვები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის როგორც ადრე იყო დაფიქსირებული ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სწრაფად ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შესაძლოა იყოს პლებისციტი,” – განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.

კომენტარები

მიღებული გადაწყვეტილება პლებისციტი პოლიტსაბჭო 2021-03-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მიღებული გადაწყვეტილება პლებისციტი პოლიტსაბჭო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

შემდეგი სტატია

არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მსგავსი სტატიები

„ლარი უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს“

„ლარი უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს“

01 ნოე 2018
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს”

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს”

13 აპრ 2018
„ამ მიმართულებით რომ ემოქმედა გამოძიებას თავის დროზე, დღეს სხვა შედეგი იქნებოდა“

„ამ მიმართულებით რომ ემოქმედა გამოძიებას თავის დროზე, დღეს სხვა შედეგი იქნებოდა“

30 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge