NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

“ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

05 მარ 2021 საზოგადოება 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის კლების გამო რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა.

როგორც პირველი მარტით დათარიღებულ დოკუმენტშია აღნიშნული, არხის ეფექტურად მუშაობისთვის უნდა გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია 10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, კომპანიას სტრუქტურული რეორგანიზების საჭიროება ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში დაინახეს, რისი მიზეზიც ბევრი იყო, მათ შორის ის, რომ რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა არხი დატოვა.

“პერმანენტულად ვიყავით იმ მდგომარეობაში რომ ლოკალური, იმწუთიერი ამოცანები გადაგვეჭრა. მაგალითად, დროულად აგვემუშავებინა საინფორმაციო სამსახური, ფაქტობრივად, ახალი შევქმენით და ავაწყვეთ არხი. ფაქტობრივად, თავიდან შევქმენით გასართობი გადაცემები, თითო-ოროლა გადაცემის გარდა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა 2019 წლის შემოდგომაზე. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ პოლიტიკური თოქ-შოუები გავიდა 2020 წლის შემოდგომაზე. მერე იყო საარჩევნო პერიოდი, არავის ეცალა და არც იყო შესაბამისი პერიოდი, რომ რეორგანიზებაზე გვეფიქრა”, — ამბობს პაატა სალია.

მისივე თქმით, ერთი თვის ვადაში, ალბათ, ახალ სტრუქტურას შექმნიან და ადამიანური რესურსიც ამას მოერგება. თუმცა სალია აღნიშნავს, რომ მასობრივი დათხოვნებს ადგილი არ ექნება.

“არ გვაქვს ეს განზრახვა, რომ ადამიანები სახლში გავუშვათ. აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტურად იქნეს გადანაწილებული რაღაც პროცესები და ადამიანებმა შეასრულონ გარკვეული ამოცანები ისე, რომ ნაკლებ ფინანსურ დანახარჯთან, რომელსაც აქამდე ვწევდით, მივიღოთ უკეთესი შედეგი”, — ამბობს არხის გენერალური დირექტორი.

როგორც იგი აღნიშნავს, არის ბევრი ნიუანსი, რაც გავლენას ახდენს შემოსავლებზე და სურთ, რომ არხი მეტად ეფექტური იყოს:

“ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ და ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული და იმედი გვაქვს, რომ ამ შედეგს მივაღწევთ”.

რაც შეეხება გადაცემებს, სალიას თქმით რეიტინგულ გადაცემებს ისინი არ შეეხებიან, თუმცა სურთ გასართობი სეგმენტისა და პოლიტიკური გადაცემების დამატება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

კომენტარები

TOP რეორგანიზაცია რუსთავი 2 2021-03-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რეორგანიზაცია რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უცხო კაცი

შემდეგი სტატია

“ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

მსგავსი სტატიები

ლაშა ბუღაძე: “ოცნების” რუსული კანონი აგენტების შესახებ – ყველა თქვენგანამდე მოვა! ყველა თქვენს ორგანიზაციამდე, რომელთა წყალობითაც უამრავი დიდი და კეთილი საქმე გაქვთ გაკეთებული!

ლაშა ბუღაძე: “ოცნების” რუსული კანონი აგენტების შესახებ – ყველა თქვენგანამდე მოვა! ყველა თქვენს ორგანიზაციამდე, რომელთა წყალობითაც უამრავი დიდი და კეთილი საქმე გაქვთ გაკეთებული!

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2023
სააგენტო: ზამთარში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე თბილი ან ნორმის ფარგლებში იქნება

სააგენტო: ზამთარში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე თბილი ან ნორმის ფარგლებში იქნება

29 ნოე 2017

თბილისის ნაწილს 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

17 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge