NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

04 მარ 2021 კულტურა 249 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“პროფესორი ვიოლეტა (ვიოლა) ფურცელაძე (1927-2021)
გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2021 წლის 28 თებერვალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიოლეტა (ვიოლა) ფურცელაძე.
პროფესორი ვიოლა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის უდიდეს წარმომადგენელთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა. მან ქართველი გერმანისტების მთელი თაობები აღზარდა.
ვ. ფურცელაძე დაიბადა ლაგოდეხში 1927 წლის 1 იანვარს.
1944-1950 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე. შემდეგ ამავე ფაკულტეტის გერმანული ენის კათედრის ასპირანტი იყო (1950-1953).
1955 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რთული სახელადი შემასმენელი გერმანულ ენაში და მისი ქართული ეკვივალენტები“.
1954 წლიდან ვ. ფურცელაძე მუშაობდა გერმანული ენის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად (1954-1959), შემდეგ უფროს მასწავლებლად (1959-1961), შემდეგ დოცენტად (1961-1999) და პროფესორად (1999 – 2006). 1973-1994 წლებში იყო გერმანული ენის კათედრის გამგე, 1994 წლიდან 2006 წლამდე პროფესორად გერმანული ენის და რომენულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრაზე.
ვ. ფურცელაძე არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.
1999 წელს ვ. ფურცელაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტექსტი როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი გაცხადება“.
მისი სადოქტორო ნაშრომო გამოქვეყნდა როგორც მონოგრაფია 2 ტომად და ითვლება სანიმუშო და სამაგიდო ნაშრომად არა მხოლოდ გერმანისტებისთვის, არამედ ზოგადად ყველა პროფილის ფილოლოგისთვის.
ვ. ფურცელაძის ხელმძღვანელობით საკადიდატო დისერტაცია დაიცვა 18-მა ასპირანტმა და მაძიებელმა.
ის იყო გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.
მას ქართულ ენაზე აქვს თარგმნილი ა. ზეგერსის, ლ. ფრანკის და ლ. ფოიხთვანგერის ნაწარმოებები.
ვიოლეტა ფურცელაძის ცხოვრება და მოღვაწეობა წარმოადგენს ცოდნის,  კომპეტენტურობის, პატიოსნების, მუხლჩაუხრელი შრომის და მოყვასისადმი სიყვარულის ღირსეულ ნიმუშს”, წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გოეთეს საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტი მანანა პაიჭაძე.

კომენტარები

გოეთეს საზოგადოება ვიოლეტა ფურცელაძე მანანა პაიჭაძე 2021-03-04
ნინო ჩხეიძე
Tags გოეთეს საზოგადოება ვიოლეტა ფურცელაძე მანანა პაიჭაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

შემდეგი სტატია

Essay Assist to Compose Your Essay – How to Find Essay Help to Write Your Personal Essay

მსგავსი სტატიები

ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” ინდოეთში გრან პრის მფლობელი გახდა

ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” ინდოეთში გრან პრის მფლობელი გახდა

14 აპრ 2018

ნაომი კემპბელმა Tom Tailor-ისთვის კოლექცია შექმნა

16 ოქტ 2017
“ოსკარი – 2018”: ნომინანტების სრული სია

“ოსკარი – 2018”: ნომინანტების სრული სია

23 იან 2018

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge