NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

03 მარ 2021 პოლიტიკა, სამართალი 171 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა დღეს გააკეთა.

მისი თქმით, არის დარღვევები და ამ გზით მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდნენ. ნაზი ჯანეზაშვილი ყურადღებას გასაუბრების ორ მნიშვნელოვან ხარვეზზე ამახვილებს.

“კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. პლუს ამას მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

მეორე, დარღვევები შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ეს ინტერესთა კონფლიქტი როგორც უკვე აღვნიშნე შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსებში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს. ეს არის ცალსახად სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით და არ უნდა ჰქონდეს მას ამისი უფლებამოსილება, რომ თავისი კონკურენტები შეაფასოს.

მისი ცოლის ძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მისი ბიძაშვილი, რომელიც ახალია. ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს და ქვეყანას უნდა დარჩეს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში შევიდნენ ღირსეული და გამოცდილი კადრები,” – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კომენტარები

პროცესის შეჩერება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 2021-03-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პროცესის შეჩერება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

The Benefits of Using a Free Photo Editor Online

შემდეგი სტატია

ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მსგავსი სტატიები

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერმინისტრი“

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერმინისტრი“

14 ივნ 2018
დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

ირაკლი შალიკაშვილი 09 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge