NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

03 მარ 2021 ახალი ამბები, პოლიტიკა, საინტერესო 565 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებული, გაღიზიანებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქციები აქვს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მან გუშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 7 ადამიaნის დაკავების ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აქციები ჯერ კიდევ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო დაგეგმილი.

„აქციები რამდენიმე ხნით ადრე იყო დაგეგმილი, რომლის გაუქმების გაწყვეტილება არ მივიღეთ. მერე უკვე შევახსენეთ აქტივისტებს, რომ ყოფილიყო მაქსიმალური სიმშვიდე. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, იყოს აქციები და დემონსტრაცია, რადგან მოლაპარაკებებში ვართ. საზოგადოებას უნდა, რომ ჩართული იყოს აქციებში, ეს არის მათი მონაწილეობა ამ საპროტესტო ტალღაში. კარგია, რომ პრემიერის განცხადების და რაც ვნახეთ იმის შემდეგ, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს ფორმების ტრანსფორმირება. ანუ, აღარ იქნება შემხებლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღარ იქნება ხმაურიანი აქციები, იქნება მაქსიმალურად მშვიდობიანი, უფრო მსვლელობები. ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებული, გაღიზიანებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქციები აქვს. ეს არ არის სწორი, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელმაც გარკვეული თვალსაზრისით შექმნილი ვითარება ჩიხიდან გამოიყვანა.

„პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ და ხელისულება ერთად დავმსხდარიყავით, ანუ ჩიხში ვიყავით. ნიკა მელიას დაპატიმრება ჩიხი იყო. ეს განზრახ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, აღარ უნდოდა დიალოგზე წასვლა, ჩვენზე გადმოიტანა პასუხისმგებლობა, შეწყვიტა დიალოგი თუ შეცდომა დაუშვა, ამას ახლა არ შევეხები, უფრო მიზანმიმართულ ქმედებას დავარქმევდი, მაგრამ ჩიხში ვიყავით. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი ნამდვილად არ იყო გათვლილი იმაზე, რომ ამ კონფლიქტის მოდერაციაში ჩართულიყო“,-განაცხადა სამნიძემ.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებების დროს ნორმალური ატმოსფერო იყო, რა დროსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც დაადასტურა, რომ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც.

„მელიას თემა ნახსენები იყო, რურუას თემაც. პრემიერმა იქ თქვა ის, რასაც ამბობს ხოლმე, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ის თავისუფალია, ეს უთხრა პრეზიდენტ მიშელს. ჩვენ რომ ვთქვით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე არ გადაწყდება ეს კონფლიქტიო, ღარიბაშვილმა თქვა, მე არ ვეთანხმები რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასო“, – განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებების პროცესში პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ფრთხილი საუბარი მართებთ.

„ჩვენი მთავარი შეთანხმება იყო, რომ „წითელი ხაზები“ დღეის მდგომარეობით არ არსებობს, სანამ შემდეგი შეხვედრა არ იქნება. ვთქვით, რომ ყველა საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც ფურცელზე პრეზიდენტმა მიშელმა დაწერა. არავინ იცის შევთანხმდებით თუ არა, შეიძლება შეთანხმება არც შედგეს და პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე. შეთანხმება თუ არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირზე, რომელიც გვეუბნება, მე ვერთვები უმაღლეს დონეზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ და რაღაც დასათმობი გექნებათ. არავის აქვს ილუზია, რომ ორივე მხარეს რაღაცის დათმობა არ მოუწევს. ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელზეც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

აქციები პანიკური რეაქცია ხელისუფლება განერვიულებულია 2021-03-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags აქციები პანიკური რეაქცია ხელისუფლება განერვიულებულია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

შემდეგი სტატია

სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

მსგავსი სტატიები

ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიას სასამართლოს გადაწვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიას სასამართლოს გადაწვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

22 იან 2018
კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა

კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა

22 აგვ 2018
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის საჩუქარი მიიღო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის საჩუქარი მიიღო

06 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • დოკუმენტური ფილმის  „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

    დოკუმენტური ფილმის „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

    შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge