NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

“… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

03 მარ 2021 საზოგადოება 214 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცნობილი ბიზნესმენი, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა. ცნობისათვის, “ლო­პო­ტა სპა რე­ზორ­ტი” 2008 წელს და­არ­სდა, რო­გორც 7-ოთა­ხი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო, მაშინ, როცა ადგილზე იყო მხოლოდ ტბა და ტყე. დღეს “ლოპოტა სპა რეზორტი” 190-მდე ნომერს, რამდენიმე საცურაო აუზს, რესტორნებს, მარანს, ღვინოთეკას, სპა ცენტრს აერთიანებს.

 

“არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ?
ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს? მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. განსხვავებულად აუტანელს. არაფრის დაწერა არ მინდოდა დღეს. მითუმეტეს, რომ დედის დღეა და უამრავი სიყვარული იღვრება ყველას კედლიდან და მიყვარს ასეთი დღეები და არ მიყვარს ასეთი დღეებისთვის “ხელის შეშლა”, რადგან “სიყვარული არსებობს?” – ამ სულელურ კთხვას პასუხს თვითონ სცემენ ადამიანები. რამდენადაც გულუბრყვილოა კითხვა, იმდენადვე საყვარელ და გულუბრყვილო პასუხებს. არც ახლა შემიძლია პირადი დავწერო რამე, ჩემი წილი გოგას შესახებ, ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, – გოგა – იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე. მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი. ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შემოქმედებითმა და უზომოდ მშრომელმა, უნიჭიერესმა, აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა “მე ამისგან გავაკეთებ…” ხოდა ამ “გიჟმა” ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ბალახის ყველა ღერი მისი ხელით ნაფერებია, ყველა კვადრატულ სანტიმეტს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი. დაუჯერებელი საქმის აწევა შეძლო. საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს. ხოდა რომ “თოვს” ხოლმე, “წვიმს” ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით, მსხვილი კადრით ასეთ ადამიანებს უნდა ვხედავდეთ მხოლოდ და მერე ყველა დანარჩენს,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

TOP გოგა მაისურაძე ლოპოტა ნათია ფანჯიკიძე 2021-03-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გოგა მაისურაძე ლოპოტა ნათია ფანჯიკიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება. სუს-ში წარვადგინე იმ ადამიანების სია…

ირაკლი კობახიძე: ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება. სუს-ში წარვადგინე იმ ადამიანების სია…

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2020
ზურაბ გურული: პანდემია სამყაროთაშორისი ომია, ომის დროს კი პროპაგანდა ერთერთი სერიოზული ლეტალური იარაღია, რომელსაც სამხედრო სისტემა აკონტროლებს

ზურაბ გურული: პანდემია სამყაროთაშორისი ომია, ომის დროს კი პროპაგანდა ერთერთი სერიოზული ლეტალური იარაღია, რომელსაც სამხედრო სისტემა აკონტროლებს

ნინო ჩხეიძე 01 თებ 2021
სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას ოჯახს უსამძიმრებს

04 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge