ოპოზიციის წევრები “ლეიბორისტების” ოფისში იკრიბებიან. ისინი აცხადებენ, რომ მიმდინარე თემები იქნება ძირითადი მიმართულებები რაზეც აქცენტი გაკეთდება.
“პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც კანონის ჩარჩოებშია – გაგრძელდება. ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები არ არიან სანდო მოლაპარაკების პროცესში. იმედი მაქვს ისინი პოზიციას შეიცვლიან, ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციის გეგმებში ცვლილება შევა,” – აცხადებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
როგორც ცნობილია, ოპოზიციასა და ხელისუფლებას 2 კვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მათ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ.
“იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუ ღარიბაშვილს უნდა ასეთი ლაპარაკით გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, იქ ხელცარიელი ჩავა თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ 2 კვირის თავზე რაიმე v ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება,”- აღნიშნა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქამდე არსებული დღის წესრიგი არ შეიცვლება, მათ შორის არის პიკეტირებაც.
კომენტარები