NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

02 მარ 2021 პოლიტიკა 845 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების პიკეტირება და საპროტესტო აქციები კანონის ფარგლებშია, რომელიც გაგრძელდება. როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ისინი „მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან“.

„პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმებშიც კორექტირება შევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია.

„გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან ამ კომენტარით იმიტომ, რომ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მის წასვლის შემდეგაც, ეს არის ელემენტარული წესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„ახლა სავსებით ბუნებრივია ეს შეკრება იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო შარლ მიშელს, ევროკავშირს ამ თანადგომისთვის და მედიაციისთვის. იმედია, მას კონკრეტული შედეგი მოყვება. ბატონი მიშელის მიერ წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდი, მაგრამ მაინც იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

არჩევნები არის წითელი ხაზი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან სამთავრობო შენობების პიკეტირება 2021-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არჩევნები არის წითელი ხაზი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან სამთავრობო შენობების პიკეტირება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს

შემდეგი სტატია

პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

მსგავსი სტატიები

მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ

მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
ხატია დეკანოიძე ოხანაშვილს: ბატონო ანრი, მზად ხართ თუ არა ყველა ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის მიღებას დააჭერს ხელს, დასანქცირდეს და ვეღარ შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში?

ხატია დეკანოიძე ოხანაშვილს: ბატონო ანრი, მზად ხართ თუ არა ყველა ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის მიღებას დააჭერს ხელს, დასანქცირდეს და ვეღარ შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში?

ნინო ჩხეიძე 06 მარ 2023
თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

ნინო ჩხეიძე 23 მარ 2023

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge