NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

02 მარ 2021 პოლიტიკა 683 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის – ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

„ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება „ოცნების“ მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი. გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, აღიარონ შეცდომა და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში, რადგან გახარია აღმოჩნდა ერთადერთი გონიერი ადამიანი „ოცნებაში“. ეს არის პოლიტიკურად სწორი. რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის. ხელისუფლება თუ წავა დათმობაზე, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი სახელისუფლებო რყევებით. ჩვენ ნუ შევხედავთ ისე, რომ ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და ზრუნავს, მას აქვს თავისი ინტერესები. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. მათ იციან რომ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებულად. მან დაინახა, რომ ჩვენთან არ არსებობს არანირი დიალოგი და დიალოგის გარეშე კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. ამიტომ ის გვაიძულებს ჩარჩოებში მოვექცეთ, გინდა ჩემს ოჯახში?! მაშინ მე მაქვს თამაშის წესები. ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ჰქონდეს ევროპაში. მიშელიც ამას ამბობს, რომ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი არჩევანი“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს თავისი წესები და თუ ჩვენ ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში შესვლა, მაშინ უნდა ითამაშოს მათი წესებით.

„რაც შეეხება ბრიუსელის ჩართულობას ამ პროცესში, შედეგი ექნება იმ შემთხვევაში თუ ჩვენი განვითარების ვექტორად ევროკავშირთან ურთიერთობა იქნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ვექტორი ევროკავშირისკენ და ევროკავშირს აქვს თავისი თამაშის წესები. როდესაც ვიღაცას ეუბნები, რომ შენ ოჯახში უნდა ვიცხოვრო, ის გეუბნება, რომ თუ გინდა, რომ ჩემთან იცხოვრო სახლში უნდა დაიცვა წესები. ის პოზიცია, რომ შენ ოჯახში მინდა ცხოვრება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ეს შენი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, არალოგიკურია. შესაბამისად, ხელისუფლების ქმედებები არის გარკვეული ტესტი, რომ მათი მხრიდან განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე, თუ რეალური არჩევანია, მაშინ უნდა ითამაშონ ამ წესებით და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და არ დაექვემდებარებიან წესებს, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ყალბი არჩევანი და ისინი უბრალოდ გვატყუებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

კომენტარები

ელიტა მოლაპარაკების მაგიდა 2021-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ელიტა მოლაპარაკების მაგიდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს

შემდეგი სტატია

ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

მსგავსი სტატიები

ივანიშვილის ინდულგენცია მურუსიძეს და კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვები “ოცნებას”

ივანიშვილის ინდულგენცია მურუსიძეს და კონსტიტუციის უგულებელყოფა კანონების მიღებისას – ოპოზიციის კითხვები “ოცნებას”

21 თებ 2019
ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიმართ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულის გადასაფარად დაიგეგმა

ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიმართ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულის გადასაფარად დაიგეგმა

09 ნოე 2018

პროკურატურა ე.წ. მოდულის შენობაში გამართული თათბირის აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge