NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

02 მარ 2021 პოლიტიკა 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღეს სამშაბათია და დეპუტატების შეკრება ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. საუბრის თემა ძირითადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი და ის მოლაპარაკების პროცესია, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით დაიწყო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება და პროვოკაციების მცდელობა იმის მანიშნებელია, რომ დღეის მდგომარეობით ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

“აქვთ პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ჩვენს ოპონენტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად დღეს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთის მდგომარეობით, არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება მათი უამრავი განცხადებების მიუხედავად, თუნდაც ერთი გადმოდგმული ნაბიჯის საერთო კონსენსუსის მისაღწევად, არ გვინახავს,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში ყველა ის საკითხი დაისვა, რაც ქვეყანაში პოლარიზებულ გარემოს ქმნის.

“შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რაც ქმნის პოლარიზებულ გარემოს ქვეყანაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართოს დიალოგის რეჟიმში,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურა იმით არის დაკავებული, რომ რაიმე მოიფიქროს, რათა ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

“არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციების წინ გაილაშქრო და დარჩეს პასუხგაუცემელი. პროკურატურა იმით არის დაკავებული, რომ რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ რიგი ოპოზიციური პარტიებისა ცდილობენ არგუმენტების უმწვავესი დეფიციტის განცდა ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გზით შეავსონ.

“რიგი ოპოზიციური პარტიებისა ცდილობს, რომ საკუთარი მოთხოვნები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან უმწვავეს დეფიციტს არგუმენტებისას, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით და ცდილობენ,  ადამიანებს ნაცარი თვალში შეაყარონ და რეალურად გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კი, შალვა ნათელაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

“შალვა ნათელაშვილი იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, რომ პასუხის გაცემაც არ ღირს. დაიწყო ტყუილების მოყოლა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. გავიგე, რომ ინგლისური შეიძლება არ იცოდე და ვერ გაიგო იქ რაზე იყო საუბარი. ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც ასე იყო, ნაცნობი იყო მისი უფლებამოსილება, ხელფასს იღებდა და მეტსაც გეტყვით, ბინის ქირასაც იღებდა. ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს ჟივილ-ხივილს და ყალბი განცხადებების გაკეთებას, მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ,” – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

მოლაპარაკებები პარლამენტის პიკეტირება პროვოკაცია 2021-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მოლაპარაკებები პარლამენტის პიკეტირება პროვოკაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

შემდეგი სტატია

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

მსგავსი სტატიები

07 მარ 2019

„თუ ვიღაც გადაწყვეტს, ოდესმე დატოვოს გუნდი, ამაშიც არ არის არანაირი პრობლემა“

12 აპრ 2018
გერმანული მოდელის” ოდირში გადაგზავნამდე ის პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს

გერმანული მოდელის” ოდირში გადაგზავნამდე ის პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge