NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

01 მარ 2021 ახალი ამბები, სამართალი 140 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად “ქართული ოცნება” ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს.

მისი განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების თავიდან არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩაერეოდა.

“რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში, ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლების ბერკეტები და ინსტრუმენტები შეზღუდულია ამ დაპირისპირების ან მოგვარებაში, ან რაიმე პოზიციონირებაში. ხელისუფლების ბერკეტი შეიძლება იყოს სულ რამდენიმე – ეს ყველაფერი დაიწყო არჩევნებიდან მოყოლებული. არჩევნები არ აღიარა და არ შემოვიდა პარლამენტში ოპოზიცია, რითაც დაიძაბა სიტუაცია. მთელი დასავლეთი მოუწოდებდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში, მიეღოთ მონაწილეობა რეფორმების განხორციელებაში, რაც დაწყებულია პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ოპოზიცია მიდიოდა პროცესების რადიკალიზაციისკენ.

კი ბატონო, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დიალოგი შედგეს და არ გადავაყოლოთ ერთმანეთთან კინკლაობას ქვეყნის ინტერესები ამ გართულებულ ვითარებაში. ამიტომ, “ქართული ოცნება” ყოველთვის მზად იყო ამ დიალოგისთვის.

გეთანხმებით, ნიკა მელიას დაკავებამ გაამწვავა და უფრო დაძაბა ფონი, მაგრამ არსებითად, ეს ფონი იქამდეც დაძაბული იყო. ნიკა მელიას პოლიტიკური არჩევანი იყო, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ვითარება.

თქვენ მეკითხებით, შეგვეძლო თუ არა, აგვერიდებინა თავიდან მართლმსაჯულების აღსრულება. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით და პოლიტიკურად ჩავერეოდით მართლმსაჯულების აღსრულება-არაღსრულების პროცესში, ნამდვილად შეგვეძლო აგვერიდებინა, არ მივცემდით ხმას იმუნიტეტის მოხსნას და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საერთოდ, მართლმსაჯულების აღსრულება ამ ქვეყანაში შესაძლებელია თუ არა. იმიტომ, რომ მერე, როდესაც ათასობით მოქალაქე მოიხსნიდა სამაჯურს და უარს იტყოდა გირაოს  გადახდაზე, იმათთვის გასაცემი პასუხი არ გვექნებოდა.

მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიას დევნა ნამდვილად არ ყოფილა და ამას ადასტურებს უმარტივესი ფაქტი – მთელი მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო მის მიმართ, გირაოზე გირაო დაუმატეს, რომ ის პატიმრობაში არ მოხვედრილიყო,”-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

მართლმსაჯულების სისტემა საგამოძიებო კომისია ჰუმანური 2021-03-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მართლმსაჯულების სისტემა საგამოძიებო კომისია ჰუმანური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

შემდეგი სტატია

The Most Effective Free Photo Editor Online

მსგავსი სტატიები

შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკი სუს-ში – გომელაურის მოადგილედ ფიცხელაური დაინიშნა

სოსო ელისაშვილი 07 მაი 2019
საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა

26 იან 2018

„უმრავლესობა არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული“

23 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge