NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე

01 მარ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 133 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა ოპოზიციისგან ფუნდამენტური გზავნილები მოისმინა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირიცაა და ამ რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან ფუნდამენტურად ერთი გზავნილის მოსმენა, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლდებიან. ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის,როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლაინ არჩევნებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე ჩვენი არგუმენტები. მის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ, ეს არასწორია. ერთადერთი ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, თავისუფალი სამყაროს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო და გადაივლიდა და მერე აღარ იქნებოდა, გაქარწყლდა. ეს ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მომავალში მისი პოლიტიკური ფასი. ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომის. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს.

ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ დაინახოს ის საფრთხე, რაც მას ელის თუ ბოლომდე შეტოპავს.თუ ბოლომდე შეტოპავს ნამდვილად ელის სანქციები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიმუშავებთ თავისუფალ სამყაროს ყველა არგუმენტი მივაწოდოთ თუ რატომ არის აუცილებელი მისთვის ამ საფრთხის მკაფიოდ დანახება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა არ შეცვლილა და პარლამენტის პიკეტირება კვლავ იქნება.

კომენტარები

ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური პატიმრები 2021-03-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური პატიმრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

შემდეგი სტატია

ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მსგავსი სტატიები

დაგროვებითი პენსია – რეფორმის შედეგებს დეპუტატებს დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი წარუდგენს

დაგროვებითი პენსია – რეფორმის შედეგებს დეპუტატებს დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი წარუდგენს

სოსო ელისაშვილი 23 აპრ 2019
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც

ირაკლი შალიკაშვილი 24 მარ 2021
დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება

დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველო მისი ნაწილი გახდება

ირაკლი შალიკაშვილი 23 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge