NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

28 თებ 2021 კულტურა 212 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლევან თაქთაქიშვილს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება – ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

„ემიგრაციის ისტორიული მასალის დაბრუნების პროცესი არ დასრულებულა, ის კიდევ გრძელდება.

ლევან თაქთაქიშვილმა ჩამოიტანა ისტორიული საგანძური პარიზიდან, რომელიც პოლიტიკური ემიგრაციის მთავარი კერაა, არგენტინიდან, ამერიკიდან…

დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ცოტა უფრო სხვა ფორმით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გაიხსნას ემიგრაციის მუზეუმი.

დიდი ხანია ვთვლი, რომ შესაძლებელია გაერთიანდეს ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმი და გახდეს უფრო მასშტაბური, რადგან ამაში არის ძალიან დიდი ლოგიკა.

ემიგრაციაში წასვლა არდათმობის ნიშანი და სიმბოლო იყო საბჭოთა ოკუპაციის წინაშე. ის, რომ საქართველოში ისტორიული დოკუმენტაცია დაბრუნდა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვეგუებით, არ ვეპუებით ოკუპაციას და არ ვთმობთ არაფერს. ამის ნაწილია ლევან თაქთაქიშვილი, რაც ძალიან დიდი პატრიოტული საქმეა.

მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები დღეს აქ არიან და ამას ისმენენ. უნდა ვიცოდეთ, რომ პატრიოტიზმი ზოგჯერ ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის გაკეთება და მისი ბოლომდე მიყვანა.

ამისთვის მე მინდა, მთელი ემიგრაციის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი წარადგინეს, რომელიც მარო მაყაშვილისა და იუნკერების თავდადების ისტორიას გადმოგვცემს.

ორბელიანების სასახლეში ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და მარო მაყაშვილის შთამომავალი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი.

კომენტარები

ლევან თაქთაქიშვილი სალომე ზურაბიშვილი 2021-02-28
ნინო ჩხეიძე
Tags ლევან თაქთაქიშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შემდეგი სტატია

“ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

მსგავსი სტატიები

“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

ნინო ჩხეიძე 17 ოქტ 2020
ქეით უინსლეტმა და ელისონ ჯეინმა სცენაზე ერთმანეთს აკოცეს

ქეით უინსლეტმა და ელისონ ჯეინმა სცენაზე ერთმანეთს აკოცეს

06 ნოე 2017
რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 2018 წელს დაქორწინდებიან

რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 2018 წელს დაქორწინდებიან

18 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge