NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

“ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

26 თებ 2021 პოლიტიკა 175 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს.

შენობის გარეთ პროტესტს მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნებს აბსურდულია, რადგან საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. ამასთან, “ქართული ოცნების” წევრები რიგგარეშე არჩევნების თემასაც შეეხნენ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართვის მნიშვნელობას.

ესმის თუ არა საპროტესტო ხმა, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა:

“ერთ-ერთი კომიტეტის სხდომის დარბაზში ისმოდა ხმა, რაც შეეხება გადატანითი მნიშვნელობით, ვიცი მათი არგუმენტები და უმრავლესობა მათგანთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმები. პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ ვეთანხმებით, ეს არაერთხელ ითქვა და ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეთანხმებით თუკი უმცირესი 1%-იანი დასაბუთება მაინც იარსებებს არჩევნების გაყალბებისა,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი:

“კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და ჩაატაროს აქცია, რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს ამის საფუძველი მე მგონი ვთანხმდებით, რომ არ არსებობს, მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა 31 ოქტომბერს და ოპოზიციაც თუ გაიგებს, რა არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ კარგი იქნება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას “ქართული ოცნების” პრორუსულობასთან დაკავშირებით:

“თქვენ თუ ვინმეს იპოვით ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში, ვისაც იმაზე მეტი აქვს გაკეთებული ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ვიდრე მე, მაშინ მივიღებ ამ კომენტარს,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეც, ის თანაგუნდელების მსგავსად ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას სთავაზობს:

“როგორც მე ვიცი, რაღაც სამშვიდობო-საპროტესტო აქციაა, კონკრეტულად ვერ გეტყვით. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, უკვე განმარტებაც არის გაკეთებული, რომ თუ იმის საფუძველზე ითხოვენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე საპასუხოდ მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა კომისიაში და დაამტკიცონ, რომ არჩევნებია გაყალბებული,”- განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას, ის აქცენტს ეპიდვითარების მოსალოდნელ გაუარესებაზე აკეთებს:

“სააკაშვილის ხუშტურების ასრულება, რომ გამოვიდეს რაღაც 1000-2000, გნებავთ 5000 კაცი, ჩემის აზრით, არის რაციონალურ საფუძველს მოკლებული. თუ გვაქვს დღეს 200-მდე ინფიცირებული, შეიძლება გაგვეზარდოს და ეს თუ ვიღაცის მიზანია, მე მივმართავ ბატონ ხაზარაძეს, დანარჩენ ლიდერებს, თუ თქვენი ამოცანა და მიზანია, რომ ვაქცინაციის პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდეს და პანდემია გავრცელდეს, ამის შედეგი მივიღეთ ზაფხულში, როდესაც 30 ინფიცირებულიდან 5 ათასამდე ავიდა, მაშინ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა,” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

გაყალბების დამტკიცება პოლიტპატიმრები 2021-02-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გაყალბების დამტკიცება პოლიტპატიმრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

შემდეგი სტატია

ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

მსგავსი სტატიები

ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

10 აგვ 2018
დანაშაულის დაფარვისთის სანქციების გამკაცრებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დანაშაულის დაფარვისთის სანქციების გამკაცრებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

24 აპრ 2018
დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

ირაკლი შალიკაშვილი 24 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge