NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

26 თებ 2021 პოლიტიკა 176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.

ჩვენ გვაქვს მიზანი, ნება და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისში ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძლაისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს ჩვენს გვერდით, პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს.

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა, ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 20 ივნისსაც და 23 თებერვლასაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებასა და თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვებისა და მათი მორჩილი პირებისგან ერთიანი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეას…“, – აცხადებს მელია მხარდამჭერებისადმი გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები

ახალი გამოწვევა ნიკა მელია ციხიდან წერილს უგზავნის 2021-02-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ახალი გამოწვევა ნიკა მელია ციხიდან წერილს უგზავნის
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციამ აქციაზე საერთო განცხადება გაავრცელა და მთავარ მოთხოვნებზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

“ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: „ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს,რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018
შაქარიშვილი: „როცა საქმე ბავშვები უსაფრთხოებას ეხება, იქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის “

შაქარიშვილი: „როცა საქმე ბავშვები უსაფრთხოებას ეხება, იქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის “

18 აპრ 2018
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

  • “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

    “ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას”

  •  ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

     ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge